წითელას ვაქცინაცია 14 წლამდე ასაკის მოზარდებსაც უფასოდ ჩაუტარდებათ

 წითელას ვაქცინაცია 14 წლამდე ასაკის მოზარდებსაც უფასოდ ჩაუტარდებათ

წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 წლამდე ასაკის მოზარდებსაც უფასოდ ჩაუტარდებათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აცნობა, წითელას ეპიდემია აღარ არსებობს და დღეში საშუალოდ 3 შემთხვევა ფიქსირდება.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მუშავდება მეთოდური რეკომენდაცია და რეგიონებში იმ მოზარდების რაოდენობას ადგენენ, რომელთა ასაკი 14 წლამდეა და წითელას ვაქცინაცია გამოტოვებული აქვთ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს წითელას ვაქცინაციის მარაგის შესავსებად.

გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაცია ქვეყანაში ტრადიციული პარტნიორის-გაერო-ს ბავშვთა ფონდის საშულებით შეივსება.

ვაქცინის ახალი პარტიის შემოტანამდე კი, 14 წლამდე მოზარდების აცრები იმ მარაგიდან მოხდება, რომელიც აქამდე არსებობდა და გეგმურად 7 წლამდე ასაკის ბავშვების აცრა ხდებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია