რამაზ ნოზაძე - სპორტი ძალიან შორს არის პოლიტიკისგან, ოლიმპიადაზე გამარჯვება ბევრად მაგარი იქნება

რამაზ ნოზაძე - სპორტი ძალიან შორს არის პოლიტიკისგან, ოლიმპიადაზე გამარჯვება ბევრად მაგარი იქნება

მოჭიდავე რამაზ ნოზაძე "ფეისბუქ-გვერდზე" სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს.

"ინგა გრიგოლიას ტოქ-შოუში მონაწილეობის შემდეგ, ზუსტად დავაფიქსირებ ჩემს აზრს. სოჭში ჯერ კიდევ არ ვიყავი გაწონასწორებული იქნებოდნენ თუ არა მართლები ჩვენი სპორტსმენები ოლიმპიადაზე რომ მონაწილეობა მიეღოთ... თუმცა დებატების შემდეგ ზუსტად ჩამოვყალიბდი, რომ მართლა ტყუილად დაკარგავენ ამ 8 წელიწადს, რადგან პოლიტიკას ვერ შეცვლის მათი ოლიმპიადაზე არ გასვლა. სპორტი ძალიან შორს არის პოლიტიკისგან, გამარჯვება ბევრად მაგარი იქნება ჩემი აზრით, ვიდრე განზე გადგომა. არამგონია პუტინი ძაან ააღელვოს ჩვენმა ოლიმპიადის გარეშე დარჩენამ, ასევე ძაან არ ინერვიულებს ევროსაბჭო.. ან საერთოდ როდის უნერვიულიათ ძალიან ჩვენს პრობლემებზე... სპორტი უნდა დარჩეს ხელშეუხებელი და არ უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში... გვასახელონ ქართველებმა და დავუმტკიცოთ მთელ მსოფლიოს, რომ ის მეჩირაღდნე სხვა არავინ იყო, თუ არა ოკუპანტი, და თუ მაგაზე სახელოვანი არავინ ჰყავდა პუტინს ჩირაღდნის ამწევად, ვაი მაგის პატრონს!", - წერს ნოზაძე.

2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 7 თებერვალს სოჭში ჩატარდება. საქართველოს სახელით ოლიმპიადაში 4-მა სპორტსმენმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს