გერმანელი ცოლ-ქმარი 200-მდე ქუთაისურ ოჯახს დაეხმარა

გერმანელი ცოლ-ქმარი 200-მდე ქუთაისურ ოჯახს დაეხმარა

ქართულ-გერმანული ცენტრის გერმანელი წევრები, ქუთაისში მცხოვრებ 200-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარნენ. ცოლ-ქმარი, გერჰარდ და კარი მიულერები უკვე 15 წელია, რაც ქუთაისში ქველმოქმედებას ეწევიან. ხელნაკეთი ნივთების გაყიდვით შეგროვებული სოლიდური თანხით კი დღეს ქუთაისის #25 საჯარო სკოლაში მისულ ქუთაისელებს სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს საჩუქრად.

აღსანიშნავია, რომ მიულერები ქუთაისელების დასახმარებლად მთელი წლის განმავლობაში აგროვებენ თანხას და საქველმოქმედო აქციაში თავიანთ თანაქალაქელებს აქტიურად რთავენ. როგორც მათ აღნიშნეს, რომ ტრადიციად ქცეული ქველმოქმედება მომავალში გაცილებით მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა