სოფელ ხორგაში სპეცოპერაციას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა

სოფელ ხორგაში სპეცოპერაციას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა

ხობის რაიონის სოფელ ხორგაში სპეცოპერაციას ერთი პოლიციელის სიცოცოხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ყაჩაღურ დაჯგუფებასთან დაპირისპირების დროს დაღუპულია ერთი პოლიციელი და ორი დაჭრილია.

დაჭრილები გადაყვანილები არიან ხობის საავადმყოფოში. წინასწარი ინფორმაციით, ეს ყაჩაღთა ის ჯგუფია, რომლებიც ხობის რაიონის სოფელ თორსაში ქარჩავების ოჯახს თავს დაესხნენ და ოჯახის უფროსი მოკლეს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დაღუპულია ერთი ყაჩაღი, ხოლო ერთი დაკავებულია. რაც შეეხება დაჯგუფების მესამე წევრს, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული მასზე ინფორმაცია.

იხილეთ ვიდეო: ხობის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის კადრებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ