პაატა ზაქარეიშვილი - მავთულხლართების გაბმის პროცესი ჯერ შეჩერებულია

პაატა ზაქარეიშვილი - მავთულხლართების გაბმის პროცესი ჯერ შეჩერებულია

ჯერჯერობით ჩანს, რომ მავთულხლართების გაბმასთან დაკავშირებით პროცესი შეჩერებულია, - ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დღეს, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების პროექტის კომისიის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მისი თქმით, შს სამინისტროს მხარდაჭერით, ბოლო სამი თვის განმავლობაში სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად შემოიარეს 40-მდე სოფელი, რომლებიც გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარეობს.

"ჩვენ ადგილზე ვნახეთ დამატებითი პირობები, რაზეც მოგვიწევს მუშაობა. დღევანდელ სხდომაზე იქნება მსჯელობა სამინისტროებთან, თუ რა წვლილი შეუძლიათ შეიტანონ მათ ამ საკითხების მოსაგვარებლად. სამუშაო ვითარებაა. განიხილება მრავალი საკითხი. მათ შორის შეშით მომარაგება, გაზიფიცირება, რომელიც უკვე დაწყებულია და პირობა, რომელიც ენერგეტიკის სამინისტრომ დადო - ექვსი თვის განმავლობაში მოახერხებს მთელი ქვეყნის სოფლების გაზიფიცირებას", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, მავთულხლართების პრევენციაზე მხოლოდ საქართველოს არ მიუწვდება ხელი, ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით.

"ჯერჯერობით ჩანს, რომ პროცესები შეჩერებულია. ჩვენ არ ვიკვებებით ილუზიებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ პროცესების შეჩერება გაგრძელდება, მაგრამ რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია. დღის წესრიგს არ უნდა მართავდეს რუსეთის მიერ განხორციელებული რაღაც ღონისძიებები. ჩვენ ხალხს უნდა მივხედოთ ნებისმიერ პირობებში", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?