მეგობრებმა 12 წლის გოგონა თვითმკვლელობამდე მიიყვანეს

მეგობრებმა 12 წლის გოგონა თვითმკვლელობამდე მიიყვანეს

ფლორიდაში მცხოვრებმა 12 წლის რებეკა სედვიკმა მეგობრებისგან სიტყვიერი შეურაცხყოფა ვეღარ აიტანა და თავი მოიკლა.

პოლიციამ გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის 2 თინეიჯერი - 12 წლის კატელინ რომანი და 14 წლის გვადალუპე შაუი დააპატიმრეს. რებეკას 15-მდე გოგონა კატელინისა და გვადალუპეს ხელმძღვანელობით მთელი წელი ავიწროვებდა. ახალგაზრდა გოგონას ქუჩაში გასვლისაც ეშინოდა. მას დასცინოდნენ სოციალური ქსელებით, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და სწერდნენ შეურაცხმყოფელ მესიჯებს. გავრცელებული ინფორმაციით, მეგობრებს შორის განხეთქილება მას შემდეგ დაიწყო, რაც გვადალუპემ რებეკას ყოფილ შეყვარებულთან გააბა რომანი.

როგორც შერიფი ამბობს, კატელინს გოგონებზე დიდი გავლენა ჰქონდა და იმის შიშით, რომ მათთვისაც არაფერი დაეშავებინათ, ყველამ რებეკას წინააღმდეგ შეკრა პირი. დედამ რებეკა სასწავლებლად სხვა სკოლაში გადაიყვანა, მაგრამ თინეიჯერის ჩაგვრა გრძელდებოდა. გოგონა იმდენად დააკომპლექსეს, რომ სახლიდან არ გადიოდა, ამბობდა, რომ მახინჯია, მსუქანია, არავის სურს მასთან ურთიერთობა. თინეიჯერმა ძალადობა ვეღარ აიტანა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - მიტოვებული კოშკიდან გადმოხტა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს