საბავშვო ბაღების გარეშე ახალციხეში 500-მდე ბავში დარჩა

საბავშვო ბაღების გარეშე ახალციხეში 500-მდე ბავში დარჩა

ახალციხის საბავშვო ბაღებში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რიგი ცვლილებები განხორციელდა: მოიმატა დასაქმებული პერსონალის ანაზღაურებამ, დაიწყო სარემონტო სამუშაოები, დაემატა ახალი ჯგუფები, გაუქმდა გადასახადი. თუმცა პირობების გაუმჯობესების პარალელურად, პრობლემები კვლავაც არსებობს.

ორ წლამდე ასაკის პატარებს ბაღები დაატოვებინეს, 500 პატარა კი ადგილების არქონის მიზეზით ბაღში ვერ მივიდა. 2 წლამდე ასაკის ბავშვის მშობლებს გამოსავალი არ აქვთ, ვინაიდან კანონი ასაკობრივ ზღვარს აწესებს. რაც შეეხება ბაღში ბავშვის მიყვანის სხვა მსურველებს, მათი განცხადებები საბავშო ბაღებში დღემდე ინახება. მშობლებმა არ იციან, როდის შეაღებენ მათი შვილები საბავშვო ბაღების კარს.

ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის ნანა გელაშვილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებლებები უფასო გახდა, აღსაზრდელების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ამასთან, ამ ეტაპზე ოთხ სტანდარტულ ბაგა-ბაღში რემონტია. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ შეძლებენ დამატებითი ჯგუფების გახსნას.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა