ვინ გადაუხდის თემურ ქეცბაიას 2 მილიონ ლარიან კონპენსაციას

ვინ გადაუხდის თემურ ქეცბაიას 2 მილიონ ლარიან კონპენსაციას

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი დაასრულა და დადგა დრო გადაწყვეტილების მიღების - ისევ თემურ ქეცბაია დარჩეს ნაკრების მწვრთნელად თუ გუნდი სხვამ უნდა ჩაიბაროს? ქეცბაიას კონტრაქტით კიდევ ორი წელი დარჩა. თუ ფედერაცია მოისურვებს ნაკრების მწვრთნელის შეცვლას, ახლანდელ თავკაცს ორი წლის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

ქეცბაიას ხელფასს სახელმწიფო იხდის, მაგრამ ვინ გადაიხდის კომპენსაციას?

მოკლედ, რამდენიმე ვარიანტი იქნება:

პირველი: ფედერაცია უარყოფითად შეაფასებს მწვრთნელის მუშაობას და მას კონტრაქტს გაუწყვეტს. ასეთ შემთხვევაში კომპენსაცია იქნება გადასახდელი, თუმცა ვინ და როგორ გადაიხდის ამხელა თანხას, გაურკვეველია.

მეორე: ფედერაცია არ შეუწყვეტს კონტრაქტს ქეცბაიას, რითიც, ფაქტობრივად, იმას იტყვის, რომ კმაყოფილია ნაკრების შედეგით, ქეცბაიას მიერ არჩეული გეზით და იმ სიტუაციით, რაც ნაკრებისა და მის გარშემოა.

მესამე: ქეცბაია თვითონ იტყვის უარს ნაკრებში კიდევ ორი წლით მუშაობაზე და ყველანაირი უხერხულობა მოიხსნება. თუმცა ამისი ნება მისგან ჯერ არ ჩანს.

მეოთხე: სახელმწიფო აღარ გადაიხდის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ხელფასს და ამას იმით დაასაბუთებს, თუ რაც ხდება ჩვენი ნაკრების გარშემო. ანუ კითხვას დაუსვამს ფედერაციას: რაში მახდევინებ ამდენ თანხას?

მეხუთე: ეს შეიძლება კავშირში იყოს მესამე ვარიანტთან - ქეცბაიას გამოუჩნდება კარგი შეთავაზება და არჩევანს ახალ გამოწვევაზე გააკეთებს.

რომელ ვარიანტს აქვს ყველაზე მეტი შანსი? ძნელი სათქმელია, რადგან ძალიან ჩახლართულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე - სახელმწიფომ დაიქირავა მწვრთნელი, რომელმაც, თავის მხრივ, კონტრაქტი ფედერაციასთან გააფორმა. მერე ხელისუფლება შეიცვალა და საბოლოოდ, მივიღეთ ლაბირინთი.

რაც შეეხება გულშემატკივრების განწყობებს ქეცბაიას მიმართ, Sportall.ge-ს მიერ გამოკითხულთა 62,2%-ს თემურ ქეცბაიას გადადგომა სურს. სპორტული საიტის გამოკითხვაში მონაწილეობა 2763-მა ადამიანმა მიიღო. კითხვაზე: "უნდა დარჩეს თუ არა თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად?" გამოკითხულთა 62.2%-მა (1718) უარყოფითი პასუხი გასცა.

გამოკითხვაში მონაწილე 928 ადამიანს (33.6%) სურს, რომ ნაკრები კვლავ ქეცბაიამ გაწვრთნას, 117 ადამიანს (4.2%) კი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

მომზადებულია გაზეთ "ლელოს" და Sportall.ge-ს მასალებზე დაყრდნობით.

ასევე იხილეთ:

გამოკითხვა ჟურნალისტებში: უნდა დარჩეს

თუ არა ნაკრებში თემურ ქეცბაია?

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია