მიხეილ სააკაშვილი - ზურაბ ჟვანია იყო დიდი პოლიტიკოსი, მისი ძმა რომელი დიდი პოლიტიკოსია?!

მიხეილ სააკაშვილი - ზურაბ ჟვანია იყო დიდი პოლიტიკოსი, მისი ძმა რომელი დიდი პოლიტიკოსია?!

ზურაბ ჟვანია იყო დიდი პოლიტიკოსი, მისი ძმა ვინაა?! რომელი დიდი პოლიტიკოსი ჟვანიას ძმაა?!, – ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მასთან მიმართებაში უმრავლესობის წევრ გიორგი ჟვანიას განცხადებას.

მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ჟვანია გვერდით სწორედ იმის გამო დაიყენა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე სათავისოდ გამოეყენებინა.

"თქვენ ვერ ხვდებით, რატომ არის არჩევნების წინ წამოწეული ჟვანიას ისტორია?! როგორ შეიძლება ყველა ოლიგარქს გიორგი ჟვანია ჰყავდეს გვერდით - პატარკაციშვილს, "ამან" კიდევ სიაში შეიყვანა. რომელი დიდი პოლიტიკოსი ჟვანიას ძმაა?! ჟვანია იყო დიდი პოლიტიკოსი, მისი ძმა ვინაა?! მხოლოდ ამისთვის შეიყვანეს, ნუთუ ვერ ხვდებით?!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე შეფასებით, ჟვანიას ისტორიის წამოწევით "ის ადამიანი, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების წინ, ე.წ. კომპრომატებით საქართველო მოატყუა, ქართველ ხალხს კი ვერც ერთი დაპირება ვერ შეუსრულა, ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს".

"გინდათ დღეს ერთი თემა მოიფიქრეთ, ხვალ მეორე, ზეგ მესამე და მერე კიდევ მეოთხე. ფაქტია, რომ საქართველო შენდებოდა და საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი დასვამს შეკითხვას - რატომ შეაჩერეთ შენება?!", - დასძინა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა