რით გვემუქრება მოახლოვებული მზის დაბნელება - რჩევები და რეკომენდაციები

რით გვემუქრება მოახლოვებული მზის დაბნელება - რჩევები და რეკომენდაციები

2013 წლის 3 ნოემბერს, თბილისის დროით 16.46 წუთზე მოხდება ამ წლის მანძილზე რიგით ბოლო მზის დაბნელება მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ამ დღეს მზესთან ერთად, მთვარე, მერკური, სატურნი, აღმავალი კვანძი – რახუ და არტაც მორიელის ზოდიაქოში იქნება განლაგებული, ამიტომ მორიელის ამგვარი "ოვედოზის" გამო, ძალიან გააქტიურდება პლუტონური პრინციპების შესაბამისი ტრანსფორმაციისა და ცვლილებების მოთხოვნილება ადამიანებში. აქედან გამომდინარე, კრიზისული სიტუაციების თავიდან აცილებაში მაქსიმალური სიმშვიდე და ოკულტური ცოდნა დაგვეხმარება.

უნდა გვახსოვდეს, რომ მორიელის გაძლიერებული ენერგეტიკა ამ დღეს ააქტიურებს არამხოლოდ ექსტრიმს, არამედ სექსუალურ მოთხოვნილებებსაც ადამიანებში. შესაბამისად, ამ მხრივაც გონივრული ქმედებებია საჭირო, რათა მოცემულ პერიოდში დაწყებულმა ერთი შეხედვით მოკლევადიანმა ან ზედაპირულმა ნაცნობობამ, სამომავლოდ ფატალური შედეგები და პრობლემები არ მოგვიტანოს პირად ცხოვრებაში.

განსაკუთრებით დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ ამ პერიოდს სამედიცინო კუთხით. დაუშვებელია ნებისმიერი სახის ქირურგიული ჩარევა და მედიკამენტოზური პროცედურები.

იხილეთ სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს