რას იხ­სე­ნებს ნი­ნო გვა­სა­ლი­ას სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი

რას იხ­სე­ნებს ნი­ნო გვა­სა­ლი­ას სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი

ნი­ნო გვა­სა­ლი­ას ლა­მის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ეძებს - მას­ზე ყვე­ლა ლა­პა­რა­კობს, მის ფო­ტო­ებს ყველ­გან შე­ნიშ­ნავთ, მის ამ­ბავს ყველ­გან მო­ის­მენთ და წა­ი­კითხ­ავთ. ვინ არის და რო­გო­რია 22 წლის ლა­მა­ზი გო­გო­ნა, ში­ნი­დან გაქ­ცე­ვით მკაც­რი გა­ნა­ჩე­ნი რომ გა­მო­უ­ტა­ნა ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს, და... სა­კუ­თარ თავ­საც. ნი­ნო­ზე სა­უ­ბა­რი მის უახ­ლო­ეს მე­გო­ბარს, ირი­ნა გე­ლაშ­ვილს ვთხო­ვე:

- მე და ნი­ნო ორი წლი­დან ვმე­გობ­რობთ, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. ვფიქ­რობ, მარ­თლა შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვიც­ნობ. პა­ტა­რა­ო­ბი­სას ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი და აქ­ტი­უ­რი იყო, ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და სა­ოც­რად სხარ­ტად მო­აზ­როვ­ნე. მე­რე ოჯახ­ში პრობ­ლე­მე­ბი გაჩ­ნდა და სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­ი­კე­ტა. რა­ღაც ხნის შემ­დეგ ისევ "გა­იხ­სნა", მაგ­რამ უშუ­ა­ლო და გუ­ლახ­დი­ლი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან იყო. თუ ვინ­მე არ მოს­წონ­და, მას­თან არც ურ­თი­ერ­თობ­და. ჩემ­თან ყო­ველ­თვის გუ­ლახ­დი­ლი იყო, გულ­წრფე­ლი. სულ რამ­დე­ნი­მე, თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი მე­გო­ბა­რი ვყავ­დით...

- ბო­ლო­ხანს უც­ნა­ურს, უჩ­ვე­უ­ლოს ვე­რა­ფერს ატყ­ობ­დი?

- უჩ­ვე­უ­ლო არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. ამ ადა­მი­ანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვს და ცუდ გუ­ნე­ბა­ზეც რომ იყოს, მა­ინც ვერ შე­ამ­ჩნევ. ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შინ იჯ­და, გა­რეთ არ გა­მო­დი­ო­და, მხო­ლოდ 10-10 წუ­თით ძაღ­ლი გაჰ­ყავ­და სა­სე­ირ­ნოდ - ფაქ­ტი­ა, ასეთ რა­მე­ზე რომ წა­ვი­და, რა­ღაც უჭირ­და, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ცუ­დად იყო, მაგ­რამ დე­და­მაც კი ვერ შე­ატყო ეს. ნი­ნოს დე­და - ლა­ლი პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ობს და ბო­ლო ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ის უმე­ტეს­წი­ლად ქუ­თა­ის­ში იყო, ნი­ნო შინ არ­ჩევ­და ყოფ­ნას. ხში­რად ვა­კითხ­ავ­დი ხოლ­მე, ბევრს ვსა­უბ­რობ­დით, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მარ­თლა არა­ფე­რი შე­მი­ნიშ­ნავს, არც ში­ნი­დან გაქ­ცე­ვა­ზე უთ­ქვამს რა­ი­მე და არც შე­საძ­ლო თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე მი­უ­ნიშ­ნე­ბი­ა. ძი­რი­თა­დად, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით ხოლ­მე, რო­მე­ლი­მე ნა­წარ­მო­ებს გან­ვი­ხი­ლავ­დით. გიჟ­დე­ბა დოს­ტო­ევ­სკი­ზე და მი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის კითხ­ვა და­უს­რუ­ლებ­ლად შე­უძ­ლი­ა.

- დოს­ტო­ევ­სკი საკ­მა­ოდ ღრმა და მძი­მედ სა­კითხ­ა­ვი მწე­რა­ლი­ა. 22 წლის ახალ­გაზ­რდის მი­სით ასე­თი გა­ტა­ცე­ბა უჩ­ვე­უ­ლო არ იყო?

- რა­ტომ? რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სა­ინ­ტე­რე­სოდ აზ­როვ­ნებს, არა მგო­ნი­ა, დოს­ტო­ევ­სკი რა­ი­მეს უშა­ვებ­დეს მას. სა­ერ­თოდ, ნი­ნოს ფი­ლო­სო­ფი­უ­რი წიგ­ნე­ბის კითხ­ვა უყ­ვარს და ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს ფსი­ქო­ლო­გი­ა.

- რას ფიქ­რობ, მა­ინც რა­ტომ უნ­და გაქ­ცე­უ­ლი­ყო ში­ნი­დან?

- არ ვი­ცი... ალ­ბათ რა­ღა­ცამ მი­იყ­ვა­ნა ამ ნა­ბი­ჯამ­დე... რა­ღა­ცამ, რაც მას­ში ხდე­ბა და მხო­ლოდ მი­სი­ა... ამი­ტომ ჩემს მო­საზ­რე­ბებ­ზე რა უნ­და ვთქვა... აშ­კა­რა­ა, რა­ღაც უჭირ­და.

- ძმას რომ უთხ­რა თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე, მან მა­შინ­ვე რა­ტომ არ გა­ახ­მა­უ­რა? წე­რი­ლიც ხომ და­ტო­ვა ოჯახ­ში?

- ძმა არა­ფერს იტყ­ო­და, რად­გან ისე­თი ცი­ნიზ­მით და იუ­მო­რით უთ­ქვამს, ის კი არა, მეც ვერ აღ­ვიქ­ვამ­დი სე­რი­ო­ზუ­ლად ამ ნათ­ქვამს. წარ­მო­იდ­გი­ენთ, უცებ ხუმ­რო­ბით რომ გითხ­რათ ახ­ლო­ბელ­მა, ახ­ლა ავ­დგე­ბი, თავს მო­ვიკ­ლავ და ჩემს ცხე­დარ­საც ვერ იპო­ვი­თო, და­ი­ჯე­რებთ? ნი­ნოს ძმა­საც არ მი­უ­ნი­ჭე­ბია მი­სი სიტყ­ვე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი წე­რი­ლიც ნა­ხეს - ნი­ნოს სა­წერ მა­გი­და­ზე ამო­ბეჭ­დი­ლი ნა­ხა­ტი იდო და თა­ვი­დან არც მი­უქ­ცე­ვი­ათ მის­თვის ყუ­რადღ­ე­ბა...

- ნი­ნო მორ­წმუ­ნე იყო?

- ად­რე - კი, ეკ­ლე­სი­ა­შიც და­დი­ო­და. მე­რე, ოჯახ­ში პრობ­ლე­მე­ბი რომ გაჩ­ნდა, ღმერთს ზურ­გი აქ­ცი­ა. ათე­ის­ტი გახ­და. ფიქ­რობ­და, ღმერ­თი არა­ფერს შვე­ლის ადა­მი­ანს და მის არ­სე­ბო­ბას რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვსო... ისე კი, ღვთის უარ­ყო­ფა­ში დოს­ტო­ევ­სკიც ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა. სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბაც დოს­ტო­ევ­სკის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში იპო­ვა და აზ­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გამ­ყა­რე­ბა­შიც ის და­ეხ­მა­რა... სა­ვა­რა­უ­დოდ, ისეთ რა­მე­ებ­საც "ე­უბ­ნე­ბო­და" მწე­რა­ლი, რაც მა­ნამ­დე არ უფიქ­რია და მე­რე იფიქ­რა...

- ირი­ნა, შეძ­ლებ­და ნი­ნო თა­ვის მოკ­ვლას?

- მგო­ნია და ვგრძნობ, რომ ცოცხ­ა­ლია და სადღ­აც იმა­ლე­ბა.

- ვი­დე­ო­კა­მე­რებ­მა რომ ვერ და­ა­ფიქ­სი­რეს? ან ჩან­თი­დან თო­კი რომ ამო­უ­ვარ­და ქუ­ჩა­ში, ის თო­კი რის­თვის შე­იძ­ლე­ბო­და დას­ჭირ­ვე­ბო­და?

- სა­ვა­რა­უ­დოდ, ისე­თი გზით გა­ვი­და, კა­მე­რებს რომ არ და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა და ვე­რა­ვის ეპო­ვა. აბა, რა­ტომ მო­იქ­ცე­ო­და ასე? ადა­მი­ა­ნი ამ­დენს რომ გათ­ვლის, ვე­რა­ვინ მი­პო­ვო­სო, ის თა­ვის მო­საკ­ლა­ვად არ მი­დის. ის უბ­რა­ლოდ გა­და­ი­კარ­გა. რაც შე­ე­ხე­ბა თოკს, ვერ­სი­ე­ბი თით­ქმის არ მაქვს, თუმ­ცა... თო­კით შე­იძ­ლე­ბა ისევ დოს­ტო­ევ­სკის­თან მი­ვი­დეთ. მას ხომ აქვს სი­უ­ჟე­ტი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი თო­კით იხ­რჩობს თავს. ნი­ნო­მაც იქ­ნებ მწერ­ლის გავ­ლე­ნით წა­ი­ღო თო­კი, მაგ­რამ თა­ვის მოკ­ვლა გა­და­ი­ფიქ­რა?

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ: "დააკაკუნოს კარზე, შემოვიდეს" - 22 წლის ნინო გვასალიას ოჯახი უშედეგოდ ეძებს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია