"პალიტრა L"-ი ევროკავშირის კულტურის კვირეულში მონაწილეობს

"პალიტრა L"-ი ევროკავშირის კულტურის კვირეულში მონაწილეობს

თსუ-ში დღეს ევროკავშირის კულტურის კვირეული გაიხსნა. კვირეულის თემაა "ვისაუბროთ წიგნებზე". ღონისძიების ორგანიზატორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებთან და კულტურის ინსტიტუტებთან ერთად.

კვირეულის ფარგლებში უნივერისტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში წიგნების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. მასში ქართული გამომცემლობები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები წარმოადგენენ ევროპული და ქართული ლიტერატურის შედევრებს, თარგმანებს.

გამოფენა-გაყიდვაში გამომცემლობა "პალიტრა L" მონაწილეობს. მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" ერთ-ერთ სტენდზე წარმოდგენილია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "პალიტრა L"-ის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა მაკა კევლიშვილმა განუცხადა, "ბიბლუსის" სტენდზე წარმოდგენილია ევროპელი მწერლების ძველი და თანამედროვე ნაწარმოებების თარგმანები. კერძოდ, "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" და სხვა თარგმანები. "პალიტრა L" გამოფენა-გაყიდვაზე მისულებს წიგნებს ფასდაკლებით სთავაზობს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, ქართველოლოგმა ოლივერ რაისნერმა განაცხადა, ამ გამოფენის მიზანია, უფრო ახლოს გააცნოს ქართველ მკითხველს ევროპელი მწერლები და მოახდინოს თანამედროვე მწერლების პოპულარიზაცია.

ღონისძიება ერთობლივად გაიმართება თბილისში, გორში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ბოლნისსა და ბათუმში.

კვირეულის ფარგლებში იმართება ასევე დისკუსიები უნივერისტეტებში, სკოლებსა და წიგნის მაღაზიებში, რაც საშუალებას მისცემს მონაწილეებს გაიღრმავონ ცოდნა კლასიკურ და თანამედროვე ევროპულ ლიტერატურაზე, შეხვდნენ ქართველ მწერლებს, ლიტერატურის კრიტიკოსებს, ჟურნალისტებს, მთარგმნელებს, გამომცემლებს. თსუ-ში ამ მიზნით რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.

დღესვე, თსუ-ს ბიბლიოთეკაში, წიგნად ფონდში დაცული რარიტეტული ევროპული გამოცემების გამოფენა მიმდინარეობს. ყველაზე უძველესი გამოცემა 1484 წლით თარიღდება - "ცხოვრება წმინდა იერონიმისა".

"ინტერპრესნიუსი"

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს