ქალები, რომლებიც ბავშვის გამოსაკვებად საკვერცხეებს ყიდიან

ქალები, რომლებიც ბავშვის გამოსაკვებად საკვერცხეებს ყიდიან

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონეა, ამიტომ ქალებმა შვილები რომ არჩინონ, საკუთარ ორგანოებს სხვადასხვა ვებ-გვერდებზე ყიდიან.

საერთაშორისო სააგენტო Bloomberg-მა საშუალო ფენის ამერიკელი ქალების ფინანსური მდგომარეობა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ სწრაფი გადახდის აპარატით გრძელი თმის, ბუნებრივი რძის შეძენა და კვერცხუჯრედის დონორის მოძებნა არის შესაძლებელი. ათასობით ქალი ამ ხერხით ცდილობს, ოჯახში ფული შეიტანოს. ონლაინ-მარკეტზე ყველა ლოტს თავისი ფასი აქვს. მაგალითად, გრძელი თმის შეძენა 1 500 დოლარადაა შესაძლებელი, 5 დოლარს რძეში იხდიან.

მსგავსი პრობლემაა სხვადასხვა ქვეყნებშიც. "გუგლში" საძიებო სიტყვებს "მინდა გავყიდო" ყველაზე ხშირად პასუხობს - თმა და თირკმელი. ორგანოებით ვაჭრობა შავ ბაზარზე უფრო ძვირად ფასობს.

"სამსახური დავკარგე და დანაზოგიც აღარ მაქვს. ბავშვებისთვის საჭმელი რომ მეყიდა გრძელი თმა მოვიჭერი და გავყიდე", - ამბობს 35 წლის 2 შვილის დედა ეიპრილ ჰერი.

მომზადებულია Bloomberg-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია