რომელი ქვეყნის ქალები არიან თავგადაკლული დიასახლისები?

რომელი ქვეყნის ქალები არიან თავგადაკლული დიასახლისები?

როდესაც საქმე ბავშვის მოვლასა და სახლის დალაგებას ეხება, კაცებს გენდერული ბალანსი ხშირად ავიწყდებათ.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (The Organisation for Economic Co-operation and Development) დაინტერესდა, რომელ ქვეყნებში ირღვევა ყველაზე მეტად გენდერული ბალანსი და კვირაში რამდენ საათს ახარჯავენ ქალები საოჯახო საქმეებს. ორგანიზაციამ კვლევა 28 ქვეყანაში ჩაატარა.

ბავშვის მოვლისა და საოჯახო საქმეებში ჩართულობის თვალსაზრისით მსოფლიოში გენდერული ბალანსი ყველაზე მეტად იტალიაში ირღვევა. კვირაში იტალიელი ქალები საოჯახო საქმეებზე კაცებთან შედარებით 21 საათით მეტს ხარჯავენ. იტალიის შემდეგ მსგავსი პრობლემაა: იაპონიაში (21 საათი), ინდოეთში (18 საათი), ესპანეთში (15 საათი), თურქეთში (14 საათი), მექსიკასა (13 საათი) და საფრანგეთში (12.5 საათი).

ქმრებთან შედარებით ცოლები თითქმის არ ერთობიან, ან საკუთარ თავზე სათანადოდ ზრუნვისთვის ვერ იცლიან.

მომზადებულია The Organisation for Economic Co-operation and Development-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს