როგორ ვიშოვოთ ფული - უჩვეულო ხერხი

როგორ ვიშოვოთ ფული - უჩვეულო ხერხი

აშშ-ის ქალაქ ფინიქსში მცხოვრებმა 60 წლის პენსიონერმა, სახელად ჰარიმ ფულის დაგროვების უჩვეულო ხერხს მიაგნო. ჰარი ყველა კუპიურაზე, რომელიც საფულეში აქვს, საკუთარ მობილურის ნომერს აწერს და უთითებს, რომ ძალიან უჭირს და ფულის უკან დაბრუნებას ითხოვს.

ამ ტექსტს ძირითადად, ერთდოლარიანებზე წერს. ხალხი ამ მიმოწერით ისე ერთობა, რომ ჰარის მობილურზე ურეკავენ და ფულს უკან უბრუნებენ.

სქემა ასეთია: ჰარი მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად მიდის და ფულს იხდის. გამყიდველი ფულს მიმოქცევაში უშვებს, რიგითი ამერიკელი ტექსტს კითხულობს, თამაშში ერთვება და მამაკაცს ურეკავს. ჰარის მტკიცებით, ერთი შეხედვით მარტივი, სახალისო თამაში ფულის მოგროვების კარგი ხერხია. მისი თქმით, ამ ხერხით თვეში საშუალოდ 60 დოლარი უბრუნდება.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს