გიორგი კანდელაკი - პრეზიდენტის სასახლეზე ახალი დროშა შემრიგებლურ სიგნალად უნდა აღვიქვათ

გიორგი კანდელაკი - პრეზიდენტის სასახლეზე ახალი დროშა შემრიგებლურ სიგნალად უნდა აღვიქვათ

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, პრეზიდენტის სასახლეზე გულებიანი დროშის აღმართვა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დასასრულს "ალბათ შემრიგებლურ სიგნალად უნდა აღვიქვათ". როგორც გიორგი კანდელაკმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ნიადაგს მოკლებულია ამ ნაბიჯის უკან რაიმე დრამატიზმის დანახვა.

კითხვაზე - კანონით თუ აქვს უფლება პრეზიდენტს, პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშის ნაცვლად სხვა დროშა აღმართოს, გიორგი კანდელაკმა განაცხადა - "ვერ გეტყვით".

"თუმცა, პოლიტიკაში მთავარი არის კონტექსტი. კონტექსტი სწორედ ეს არის, რომ ჩვენი დაპირისპირება და შუღლი მტერს აძლევს ხელს. ჩვენ უნდა გადავაბიჯოთ ამ ყველაფერს და უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენი ქვეყნის მომავლის ინტერესით. ეს არის არსი", - განაცხადა კანდელაკმა.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშის ნაცვლად, ახალი დროშა ფრიალებს. დროშაზე, ჯვართან ერთად გულებია გამოსახული. ეს ის დროშაა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე პარტიის ახალ დროშად წარადგინეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა