როგორ მოვიშოროთ თავიდან ქმრის საყვარელი - რჩევები გულნატკენ ცოლებს

როგორ მოვიშოროთ თავიდან ქმრის საყვარელი - რჩევები გულნატკენ ცოლებს

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, ქალების მეგობრობა გრძელდება მანამ, სანამ მათ შორის საერთო ინტერესის ობიექტი მამაკაცი არ ჩადგება. მაგრამ რა უნდა ქნათ მაშინ, როცა მოულოდნელად იგებთ, რომ თურმე თქვენს "ნაქებ" მეუღლეს გვერდზე სეირნობის კვირეული მოუწყია და გარშემო ხალხი ჩუმად ქირქილებს, შენს შუბლზე ლამაზად დასკუპებული რქების შესახებ. მოდით, მანამ სანამ მეგა-სკანდალს მოაწყობდეთ და საღამოებს ცრემლების ღვრაში გაატარებდეთ, ასტროლოგიური მეთოდებით ვცადოთ მეტოქის გაუვნებელყოფა. მთავარია, მოწინააღმდეგის ზოდიაქოს ნიშანი გავიგოთ, მერე კი საქმეს შევუდგეთ.

ამჯერად წყლის სტიქიის ტრიოს წარმოგიდგენთ (კირჩხიბი, მორიელი, თევზები)

თუ საყვარელი კირჩხიბია – მინდა გითხრათ, რომ ძალიან რთული და ძნელადგანკურნებადი სენი შეჰყრია თქვენს მეუღლეს. თუმცა, ქალი კირჩხიბი, რომელიც ბუნებთ ოჯახური კერის მოყვარულია და ნანატრი ქმარ-შვილის ყოლაზე ოცნებობს, მეეჭვება თავისი ინციატივით გადაჰკიდებოდა კაცს, რომელსაც უკვე ჰყავს ცოლ-შვილი. როგორც ჩანს, საქმე აქ საყვარელის მიერ ჩადენილ ცოდვებში კი არა თავად თქვენი მეუღლის მიერ მისთვის აგებულ ოცნების კოშკებშია, რომელიც კირჩხიბმა გულწრფელად დაიჯერა. ხოლო თუკი კირჩხიბმა რაღაც დაიჯერა და აიჩემა, ძალიან რთულად დათმობს საკუთარ იდეაფიქსს. ამასთან ერთად, სხვა დანარჩენ ქალებზე მეტად სწორედ მას ეხერხება საჭიროების შემთხვევაში ინტრიგების ურთულესი ქსელის დახლართვა, რაც კიდევ უფრო აურევს თავგზას თქვენს ისედაც თავგზააბნეულ მეუღლეს. საიმისოდ, რომ მეტოქე კირჩხიბი ჩამოიცილოთ, ერთადერთ გზად ისღა დაგრჩენიათ, მას თქვენი ოჯახის დანგრევის შემთხვევაში, ცხრა თაობა დორბლიან-წირპლიანი შთამომავლობის ყოლით დაემუქროთ. დამიჯერეთ, კირჩხიბებს ძალიან სჯერათ მისტიკის, ჯადოებისა და მკითხავების.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს