წითელ მოედანზე მამაკაცი სასქესო ორგანოთი დაეჭედა

წითელ მოედანზე მამაკაცი სასქესო ორგანოთი დაეჭედა

მოსკოვში, წითელ მოედანზე, ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად პიოტრ პავლენსკი, ქვაფენილზე სასქესო ორგანოთი დაეჭედა.

შემთხვევა 10 ნოემბერს, დღის 13:00 საათზე მოხდა. აქცია-თვითგვემას მამაკაცმა "ფიქსაცია" უწოდა. პიოტრმა, რომელიც საკუთარ თავს ხელოვანად მოიხსენიებს, ასეთ მდგომარეობაში დაახლოებით ნახევარი საათი გაატარა. მერე მას პოლიციელებმა "წაასწრეს" და მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში პავლენსკი თავის საქციელს ასე განმარტავს: "ეს არის პროტესტი ქვეყანაში გამეფებული პოლიტიკური ინდიფერენტულობისა და თანამედროვე რუსული საზოგადოების წინააღმდეგ".

მხატვარმა პერფორმანსი რუსული პოლიციის დღეს მიუძღვნა, რომელიც 10 ნოემბერს აღინიშნება.

ეს პირველი შემთხვევა არაა - მხატვარი ხშირად აწყობს პერფორმანსებს, სადაც პროტესტს გამოხატავს.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა