ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთ კორეული პროგრამების ყურებისთვის 80 ადამიანი ჩაცხრილეს

ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთ კორეული პროგრამების ყურებისთვის 80 ადამიანი ჩაცხრილეს

ნოემბერში ჩრდილოეთ კორეის შვიდ ქალაქში 80 ადამიანი სამხრეთ კორეული პროგრამების ყურებისთვის სიკვდილით დასაჯეს.

სამხრეთ კორეული მედიის ინფორმაციით, სიკვდილით დასჯა 3 ნოემბერს განხორციელდა. თითოეულ ქალაქში საჯაროდ 10-10 ადამიანი, მათ შორის ბავშვები ჩაცხრილეს. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობა აიძულა, საჯაროდ დასჯას დასწრებოდა.

სიკვდილით დასჯის ძირითად მიზეზად სამხრეთ კორეული ტალეპროგრამებისა და სერიალების ყურება და ამორალური საქციელი, მათ შორის პორნოგრაფიის და აზარტული თამაშების გავრცელება დასახელდა.

მომზადებულია koreajoongangdaily-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა