"ბარემ პირდაპირ ბოდიში მოუხადეთ რუსეთს" - ნაციონალების ლიდერი არჩეული პრეზიდენტის ინტერვიუს სამარცხვინოს უწოდებს

"ბარემ პირდაპირ ბოდიში მოუხადეთ რუსეთს" - ნაციონალების ლიდერი არჩეული პრეზიდენტის ინტერვიუს სამარცხვინოს უწოდებს

არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის რუსული მედიისთვის მიცემულ პირველ სატელევიზიო ინტერვიუს, რომელიც მან პირველი არხის პროგრამას, "Воскресное Времия"-ს მისცა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელის, გიორგი კანდელაკის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.

"კიდევ ერთხელ ვუყურე ახლადარჩეული პრეზიდენტის სამარცხვინო ინტერვიუს "ვრემიაში" - ბატონო გიორგი, ბარემ პირდაპირ ბოდიში მოუხადეთ რუსეთს (პირველ რიგში კი "უნეტარეს" პატრიარქ კირილს) არა მხოლოდ იმაზე რომ თავი დავიცავით 2008 წელს, არამედ ვარდების რევოლუციაზეც (რომელსაც თქვენ ბოლომდე ეწინააღმდეგებოდით, რის გამოც გაგაგდოთ ზურაბ ჟვანიამ), იმაზე რომ 1992 წელსვე არ მივეცით აფხაზეთიდან ჩვენი ხალხის გამოყრის საშუალება (არ დაგავიწყდეთ რამდენიმე ათასი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა "გაუგებრობად" მონათლოთ), იმაზე რომ 1989 წელს თავისუფლება მოვითხოვეთ და "პერესტროიკას" ვუღალატეთ, იმაზეც რომ 1991 წელს, ლიტვის შემდეგ, პირველებმა გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა; რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ სინანულით აღსავსე ჭმუნვა 1924 წლის ბრიყვულ ანტიბოლშევიკურ აჯანყებაზე და იმაზე, რომ მანამდე კიდევ რამდენჯერმე ვეომეთ საბჭოთა რუსეთს ვითომ ჩვენი თავისუფლებისთვის, სინამდვილეში კი ავმჩატდით და "სულიერი ერთობის" დასანგრევად შეთქმული ბინძური პოლიტიკოსების ანკესზე წამოვეგეთ", - წერს გიორგი კანდელაკი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

რუსულ ტელეარხთან მარგველაშვილის

პირველი ინტერვიუ გააშარჟეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს