კლუბი, სადაც ბავშვებს აჩხუბებენ

კლუბი, სადაც ბავშვებს აჩხუბებენ

ამერიკაში, მისურის შტატში ბავშვების ორთაბრძოლა ლეგალურია. ფოტოგალერეა, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს, ერთ-ერთ კლუბშია გადაღებული.

ბავშვები რკინის გალიაში თანატოლებს ებრძვიან. ძლიერი მუშტით მიყენებული ტკივილისგან ბიჭები ხშირად ტირიან. ჩხუბის გაკვეთილებს, ე.წ. MMA-ს ათასობით ამერიკელი ბავშვი 5 წლის ასაკში ეუფლება. უამრავი ადამიანი ეწინააღმდეგება პატარა ბიჭების ჩხუბს და აცხადებს, რომ მსგავსი "თამაში" ფსიქიკისთვის და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მხარდამჭერები კი ფიქრობენ, რომ ეს კრივისა და საბრძოლო ხელოვნების სინთეზია.

გაკვეთილებს ბიჭების მშობლებიც ესწრებიან და ტკივილისგან ატირებულ პატარებს ამხნევებენ. ამერიკის ზოგიერთ შტატში  MMA აკრძალულია.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს