ნანუკა გოგიჩაიშვილს ვალი არასდროს აუღია

ნანუკა გოგიჩაიშვილს ვალი არასდროს აუღია

მოდელი და ''რუსთავი 2'' -ის დილის გადაცემის წამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი ძალიან აზარტული ადამიანი ყოფილა. მართალია, ლას-ვეგასში ყოფნისას შეძლო, არც ერთ სათამაშო აპარატს არ გაჰკარებოდა, მაგრამ ლატარიაში თითქმის ყოველდღე მინიმუმ 20 დოლარს იგებდა. გაგიკვირდებათ, ალბათ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენს მოდელ რესპონდენტს სამოსის ყიდვა და მოზომება საშინლად არ უყვარს, სამაგიეროდ, გიჟდება თავის მოვლის საშუალებებსა და ტკბილეულზე.

- მართლა ძალიან მხარჯველი ვარ. როცა მეგობრები ერთად ვართ, ყოველთვის ვცდილობ, გავიბრძოლო და რაც გადასახდელია, მე ავიღო საკუთარ თავზე. გარდა ამისა, მიყვარს საჩუქრების გაკეთებაც. მოკლედ, როცა ფული მაქვს, არ ვიჩერებ, შეიძლება, ეს ცუდიცაა, მაგრამ რა ვქნა, ასე ვარ... სულ მეუბნებიან, ყოველი ხელფასიდან გარკვეული თანხა გადაინახეო, მაგრამ ვერასდროს ვერ ვახერხებ.

- რა ასაკიდან გახდი ფინანსურად დამოუკიდებელი?

- 14 წლის ვიყავი, პირველად რომ მივიღე ჩვენებაში მონაწილეობა და იმ დროისათვის საკმაოდ დიდი თანხა, 100 დოლარი გადამიხადეს. იქიდან მოყოლებული, ჩემი ფული ყოველთვის მაქვს, მაგრამ იმას მაინც ვერ ვიტყვი, რომ ფინანსურად სრულიად დამოუკიდებელი ვარ, მშობლები მეხმარებიან ხოლმე. მშობლებთან ერთად ვცხოვრობ, არ მაქვს მოსაგვარებელი კომუნალური გადასახადების საკითხი და ა.შ. ფინანსურად კრიზისული პერიოდი არ მქონია, მაგრამ თუ ვხვდები, იმდენი ფული არ მაქვს, რაც ჩემს მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, შემიძლია, გამოვიჩინო საქმე, რომელიც შემოსავალს მომიტანს.

- მშობლებისთვის ფულის თხოვნა ხომ არ გერიდება?

- გარკვეულწილად კი, მაგრამ ჩვენ იმდენად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ამ მხრივ პრობლემას არ მიქმნიან და თუ ვთხოვ, მაძლევენ. ისე, ზოგადად ფული არასდროს მისესხია მეგობრისგანაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთზე უკეთესი მეგობრები მყავს და რომ ვუთხრა, ჩემი გულისთვის თავს გადადებენ. მე როცა მაქვს ფული და ჩემს მეგობარს სჭირდება, ყოველთვის ვუმართავ ხელს.

- ფულთან მიმართებით სხვადასხვაგვარი ცრურწმენა არსებობს, რომელიმეს ხომ არ იცავ?

- არა, საერთოდ, ცრურწმენების არ მჯერა, მაგრამ ერთხელ ისეთი რამ მოხდა, რომ იმ შემთხვევაში ნამდვილად დავიჯერე. ზოგადად, თმა მეზრდება უსწრაფესად, მითხრეს, არ შეიჭრა ნაკლულ მთვარეზეო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ, იტალიაში წასვლამდე შევიჭერი... ის იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა, როცა მართლა ძალიან დიდხანს არ გამეზარდა თმა, ამ მაგალითით კი მივხვდი, რომ ეს ცრურწმენა გარკვეულწილად მართლდება.

- რაში შეგიძლია ბოლო კაპიკების გადახდა?

- კრემებსა და თავის მოვლის საშუალებებში, არ მჭირდება, მაგრამ რაც ახალი გამოდის, ვიძენ. რამე ახალი კრემი, შამპუნი თუ შემოდის, მე ვარ გამსაღებელი, არადა, საერთოდ არ მიტაცებს შოპინგი. მიყვარს ახალი სამოსის მორგება, ოღონდ მაღაზიებში შესვლას და მოზომებას ვერ ვიტან, თუ მივდივარ საყიდლად, გასინჯვის გარეშე მომაქვს, მერე ხან დიდია და ხან პატარა (იღიმის). მართალია, დედაჩემს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, მაგრამ თუ ერთი თავისუფალი დღე გამოუჩნდება, მაშინვე საყიდლებზე გაყოლას ვთხოვ, მან იცის ჩემი სტილი, ზომა და საქმეს მიმარტივებს. ეტყობა, მოდელობიდან გამომდინარეა, რომ გახდა-ჩაცმის ნერვები აღარ მაქვს. ქალებს ხომ აქვთ შოპინგოთერაპია სამოსთან დაკავშირებით, მე მიყვარს კრემების, თავის მოვლის საშუალებებისა ან ტკბილეულის ყიდვა, ამ მხრივ შეიძლება ისეთი შოპინგი მოვიწყო, რომ უამრავი შოკოლადით დავბრუნდე შინ. ღმერთმა გადამარჩინა, რომ ჩემს სხეულზე არ აისახება ტკბილეულთან ჩემი დამოკიდებულება, რაც კი რამე კაცური საჭმელია, ყველაფერი მიყვარს, საშინლად მსუნაგი ადამიანი ვარ (იღიმის).

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება