სამეფო სახლი ორდენის წოდების მინიჭებას განაგრძობს. ამჯერად, ლევან ვასაძის შემდეგ, ამ ტიტულის მფლობელი ქართული წარმომავლობის რუსი სასულიერო პირი, ალექსანდრე სერგეევი-ზარნაძე გახდა. ცერემონია შუა საუკუნეების წესების სრული დაცვით ჩატარდა, რომელში მონაწილე პირები ერთმანეთს შესაბამისი წოდებებით მიმართავდნენ. ცერემონიას საქართველოს სამეფო სახლის უფროსი, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი უძღვებოდა. მას დამსწრენი "თქვენო უდიდებულესობით" მიმართავდნენ.
"დიდი რაინდის ოფიცრის წოდება, მისი ყველა უფლებითა და პატივით, ქრისტეს შობიდან 2013 წლის 14 ნოემბერს მიენიჭება..." - ამ ტესტით იწყებს რაინდის წოდების მინიჭებას ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი. რაინდის ტიტულის მინიჭება ნახევარი საათი გრძელდება...
რაც შეეხება ახლად შერაცხულ რაინდს, ის რუსეთიდან ჩამოვიდა. ის არის სასულიერო პირი, რომელსაც ქართული ფესვები აქვს. "იმედთან" საუბარში ამბობს, რომ მზად არის, ქართულ სამეფო გვარს ემსახუროს და მათი უფლებები აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში რაინდულად დაიცვას.
ალექსანდრე სერგეევი-ზარნაძეს სიგელთან და რაინდის წოდებასთან ერთად ქართული ნაციონალური სამოსის ერთ-ერთი მთავარი დეტალი - ყაბალახი გადაეცა.
ასევე დაგაინტერესებთ:
ქართული სამეფო ოჯახის მესამე თაობა -
უფლისწული გიორგი დებთან ერთად