იმის გამო რომ ძილს უფრთხობდა, წყვილმა ჩვილი გაყიდა

იმის გამო რომ ძილს უფრთხობდა, წყვილმა ჩვილი გაყიდა

ბრაზილიელმა მშობლებმა ჩვილის ინტერნეტით გაყიდვა გადაწყვიტეს, რადგანაც პატარა მთელი ღამე ტიროდა და მათ ძილს უფრთხობდა.

პოლიციამ მშობლებს ბავშვის გაყიდვაში ხელი შეუშალა, ეს ინფორმაცია ერთ-ერთ ვებსაიტზე სარეკლამო ბანერში ამოიკითხეს. პატარას 267 გირვანქა სტერლინგად ყიდდნენ. ბავშვი მხოლოდ რამდენიმე თვისაა. ვებსაიტზე ბავშვის ფოტოს თან ერთვის წარწერა - "ძალიან ბევრს ტირის და ძილის საშუალებას არ მაძლევს, არადა თავის გადასარჩენად უნდა ვიმუშაო".

ინფორმაციაში მითითებულია, რომ ბავშვი ბრაზილიაში, გოიასის შტატში ცხოვრობს და საკონტაქტო ნომრებია დაწერილი. პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, ვინ განათავსა ეს ინფორმაცია ვებსაიტზე.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს