ჩინელებს ორი შვილის ყოლის უფლება დართეს

ჩინელებს ორი შვილის ყოლის უფლება დართეს

ჩინეთში ე.წ. "ერთი ბავშვის პოლიტიკა", რომელიც ჩინელ ოჯახებს ერთზე მეტი ბავშვის ყოლას უკრძალავს, ბოლოს და ბოლოს შემსუბუქდა. ჩინელ მშობლებს უკვე 2 შვილის გაჩენის უფლება მისცეს. საქმე ის არის, რომ აკრძალვის გამო ეკონომიკური ზრდა შემცირდა.

როგორც ადგილობრივი სააგენტო Xinhua კომპეტენტურ წყაროზე დაყრდნობით წერს, თუ მშობლიდან რომელიმე დედისერთაა, ოჯახს უფლება აქვს, მეორე შვილი გააჩინოს. ამასთან, სახელმწიფო წყვილს უფლებას აძლევს, მეორე შვილზე იზრუნოს, თუ პირველი ბავშვი გოგონაა. ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში ხშირია არალეგალური აბორტები. ჩინელები უპირატესობას ბიჭებს ანიჭებენ, შესაბამისად ქალი თუ გოგონაზეა ფეხმძიმედ, აბორტს დაუფიქრებლად იკეთებს. ამის გამო ჩინეთში გენდერული დისბალანსია - კაცები ქალებზე ორჯერ მეტნი არიან.

შეგახსენებთ, მთავრობა "ერთი ბავშვის პოლიტიკას" მოსახლეობის ზრდის კონტროლისთვის ახორციელებდა. ჩინეთის მთავრობა მას ოფიციალურად მოიხსენიებს, როგორც ოჯახის დაგეგმვის პოლიტიკას. შესაბამისად, ჩინეთში მცხოვრებ წყვილებს მხოლოდ 1 შვილი ჰყავთ. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც - კერძოდ, სოფელში მაცხოვრებლებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის.

მომზადებულია bbb-news.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა