ოთხფეხა ჯარისკაცები

ოთხფეხა ჯარისკაცები

ავღანეთი, ერაყი, ვიეტნამი, კორეა, პირველი და მეორე მსოფლიო ომები. კაცობრიობის ისტორიაში მრავალი კონფლიქტი და ომი მომხდარა. ყოველ მათგანს საკუთარი გმირები ჰყავს. თუმცა ბრძოლის ველზე გმირობას არა მხოლოდ ადამიანები სჩადიან. ძაღლები ადამიანების მსგავსად სრულყოფილ ჯარისკაცებად ითვლებიან.

საბრძოლო მიზნებით ძაღლის გამოყენებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ძაღლები ჩვენს დრომდე შემორჩენილ ფრაონ ტუტანჰამონის გამოსახულებიან ფრესკაზეც ფიგურირებენ, რომელიც ეგვიპტეს ჩვენი წელთაღრიცხვით 1333-1323 წლებში მართავდა. ასურელები ბრძოლის ველზე უკვე სპეციალურ - გამოყვანილი ჯიშის ძაღლებს, მასტიფებს იყენებდნენ, რომლებიც ასევე მეფე ასურბანიფალის კარზე დარაჯების ფუნქციებსაც ასრულებდნენ. ფილიპ მაკედონელის მეფობისას, ძაღლები სადაზვერო რაზმების შემადგენლობაში ირიცხებოდნენ. საბრძოლო მიზნებით გაწვრთნილი ძაღლები რომაელებს, ბერძნებს, სკიფებს და კართაგენელებს ემსახურებოდნენ. მრავალი წლის შემდეგ დღესაც ოთხფეხა ჯარისკაცები ბრძოლისას ადამიანებს მხარდაჭერას უწევენ.

კინოლოგის სიტყვიერი ან ჟესტით მიღებული ბრძანებით ძაღლს ასაფეთქებელი მოწყობილობის, იარაღის, ნარკოტიკების აღმოჩენა შეუძლია. თუმცა საბრძოლო მოქმედებებისას, პირდაპირი ამოცანების შესრულების გარდა ძაღლებს კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია - ადამიანების სულისკვეთების ამაღლება აკისრიათ.

საბრძოლო ამოცანებისთვის მხოლოდ გარკვეული ჯიშის ძაღლებს არჩევენ. სპეციალურ კინოლოგიურ ცენტრებში მომავალი ოთხფეხა ჯარისკაცები, ლეკვობიდან იზრდებიან. მაგრამ სამხედრო ფორმის "ჩაცმის" ბედნიერება წილად ყველას არ ხვდება. ღირსეულ კანდიდატებს სპეციალური ტესტების გზით არჩევენ.

მეცადინეობის გზით, ძაღლებს აჩვევენ იარაღიდან სროლისას წარმოქმნილ ხმაურს, ასაფეთქებელი მოწყობილობების პოვნას, შეაირაღებული ადამიანის გაუვნებელყოფას.

საბრძოლო მოქმედებებისას სიცოცხლეს საფრთხეში ადამიანებთან ერთად ძაღლებიც იგდებენ და ზოგჯერ იღუპებიან კიდეც. აშშ-ის არმიაში ძაღლებს განსაკუთრებული პატივით ეპყრობიან და ცხელ წერტილებში დაღუპულ ოთხფეხა ჯარისკაცებს მემორიალებსაც უდგამენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ fresher.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე