რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს სუროგატი დედებისგან გაჩენილი ახალშობილები არ მონათლონ

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს სუროგატი დედებისგან გაჩენილი ახალშობილები არ მონათლონ

ეკლესიამ სუროგატი დედებისგან გაჩენილი ახალშობილების მონათვლაზე უარი უნდა თქვას, რადგან აღნიშნული პრაქტიკა ქრისტიანული რწმენის თვალსაზრისით მიუღებელია, ასეთი ბავშვის მონათვლა შეგნებულ ასაკამდე უნდა გადაიდოს, აცხადებს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი.

ამასთან, მიტროპოლიტი ილარიონი აღნიშნავს, რომ პასტორალური პრაქტიკის საკითხი, რომელიც "ბიოლოგიურ მშობლებისადმი" დამოკიდებულებასა და სუროგატი დედის დახმარებით გაჩენილი ახალშობილების მონათვლას ეხება, ძალიან არაერთგვაროვანია.

"ერთი მხრივ, ნებისმიერ დაბადებული ბავშვი შეიძლება მოინათლოს. თავად ახალშობილი მისი დაბადების ხერხზე ცოდვას არ ატარებს. მეორე მხრივ, მისი ქრისტიანულად აღზრდაზე პასუხისმგებლობას მშობლები და ნათლიები ატარებენ",-განაცხადა ილარიონმა.

მან დასძინა, რომ "თუ მშობლები ჩადენილს არ ინანიებენ, ხოლო ნათლიები თავად საიდუმლოებაში მონაწილეობის ფაქტით ჩადენილ ცოდვას ეთანხმებიან", მაშინ მომავალ ქრისტინულ აღზრდაზე ლაპარაკი შეუძლებელია.

"ამ შემთხვევაში ხომ არ აჯობებს ბავშვის მონათვლა მის შეგნებულ ასაკამდე გადაიდოს? ჩვილ ბავშვთა მონათვლაზე უარის თქმას პირველ რიგში პასტორალური მნიშვნელობა ექნებოდა, რადგან ამით საზოგადოება ეკლესიისგან მიიღებდა მკაფიო სიგნალს იმის შესახებ, რომ სუროგატი დედობის პრაქტიკა ქრისტიანული თვალსაზრისით მიუღებელია",- განაცხადა მიტროპოლიტმა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა