მსოფლიოს ყველაზე ძლიერი კომპიუტერი დაასახელეს

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი კომპიუტერი დაასახელეს

ჩინური კომპიუტერი Tianhe-2 კვლავ ყველაზე ძლიერად აღიარეს. მისმა მწარმოებლურობამ ეტალონურ ტესტ Linpack-ში 33,86 პეტაფლოპი წამში შეადგინა, რაც წამში 33,86 ტრილიონი ოპერაციის ექვივალენტურია.

მსოფლიოს 500 სუპერკომპიუტერის რეიტინგის ახალი ვერსია მე-13 სუპერკომპიუტერული კონფერენციის SC13-ის ფარგლებში გამოაქვეყნეს.რეიტინგი წელიწადში ორჯერ - მაისსა და ნოემბერში ქვეყნდება.

რეიტინგში მაისის ვერსიის შემდეგ ერთი შესამჩნევი ცვლილება მოხდა - მეექვსე ადგილზე მაჩვენებლით - 6,27 პეტაფლოპი წამში, შვეიცარული სუპერკომპიუტერი Piz Daint მოხვდა.

სტატისტიკის თანახმად, 10 უძლიერესი სუპერკომპიუტერიდან ხუთი - კომპანია IBM-შია დამზადებული.

სუპერკომპიუტერების საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. Tianhe-2 (China) 33.86 petaflop/sec

2. Titan (US) 17.59 petaflop/sec

3. Sequoia (US) 17.17 petaflop/sec

4. K computer (Japan) 10.51 petaflop/sec

5. Mira (US) 8.59 petaflop/sec

6. Piz Daint (Swiss) 6.27 petaflop/sec

7. Stampede (US) 5.17 petaflop/sec

8. Juqueen (Germany) 5.09 petaflop/sec

9. Vulcan (US) 4.29 petaflop/sec

10. SuperMuc (Germany) 2.90 petaflop/sec

მოზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს