"რა გახდა ეს გაუთავებელი ცოლების ჭვრეტა და გარჩევა" - "ფეისბუქში" კვლავ პირველ პირთა ცოლების ჩაცმულობას განიხილავენ

"რა გახდა ეს გაუთავებელი ცოლების ჭვრეტა და გარჩევა" - "ფეისბუქში" კვლავ პირველ პირთა ცოლების ჩაცმულობას განიხილავენ

პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩინოვნიკთა მეუღლეების ჩაცმულობის გარშემო სოციალურ ქსელებში მითქმა-მოთქმა არ ცხრება. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავად არაერთხელ დაუსახელებიათ ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ქალ პოლიტიკოსად, მათ აკრიტიკებს, ვისთვისაც პოლიტიკოსთა ცოლების ვიზუალმა ბოლო დღეებში ქვეყნისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები დაჩრდილა.

"რა გახდა ეს გაუთავებელი ცოლების ჭვრეტა და გარჩევა: ყველა კარგია და ყველაზე უფრო მომწონს მაკა ჩიჩუა და ალასანიას ცოლი. თავისუფალი ქცევით ორივე გამოირჩევიან და ამავე დროს დამოუკიდებელი ნიჭით და პროფესიებით… მაგრამ დამთავრდეს აწი ეს თემა და უფრო საჭირბოროტო ქვეყნის საქმეების გარჩევას დავუბრუნდეთ ! დროა!", - წერს ზურაბიშვილი.

იგივე მოსაზრებას იზიარებს ჟურნალისტი ია ანთაძე: "მეც მიკვირს კაბებზე ამდენი ლაპარაკი. სხვა დროს არ მახსოვს".

თუმცა რადიოწამყვანი მერაბ მეტრეველი მიიჩნევს, რომ საჯარო პირის ქონება და შესაბამისად, რა თანხებს ხარჯავენ მათი ოჯახის წევრები, საზოგადოების განხილვის თემა უნდა იყოს.

"ყველას, ვინც აღშოთებულია, როგორ გაბედეს ადამიანებმა და ღარიბაშვილის ცოლის კაბის ფასით დაინტერსდნენო, მინდა ერთი მარტივი რამ განვუმარტო: ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, იცოდეს რეალურად რა ქონების პატრონია პრემიერ-მინისტრი, როდესაც თანამდებობაზე მოდის და რა ქონების პატრონი იქნება, როდესაც თანამდებობიდან წავა. ასე რომ ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური ინტერესი იყო და ზედმეტ მორალისტობას შეეშვით!

არაფერი უხერხული  არ არის. თანამდებობის პირებს სწორედ ქონება უნდა დავუთვალოთ", - წერს მეტრეველი.

17 ნოემბერს პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. ამ მნიშვნელოვან დღეს ყველა დეტალი საზოგადოებისა და ჟურნალისტების განსჯის საგანი გახდა: როგორი სტილის სამოსი, მაკიაჟი და ვარცხნილობა შეარჩიეს ქვეყნის ლიდერებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და მათმა მეორე ნახევრებმა. ამ თემებს ბოლო დღეებში არაერთი სტატია თუ ტელესიუჟეტი მიეძღვნა.

იხილეთ ასევე: ვის რა ეცვა ინაუგურაციაზე

თეა ადეიშვილი - მაკა ჩიჩუა მომწონს, მაგრამ ინაუგურაციის დროს, ცოტა ზედმეტი დეკოლტე იყო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს