გარდაცვლილი ჩვილი დაკრძალვამდე რამდენიმე საათით ადრე ატირდა

გარდაცვლილი ჩვილი დაკრძალვამდე რამდენიმე საათით ადრე ატირდა

ჩინეთის პროვინცია ანხოიში მდებარე დამკრძალავ ბიუროში 1 თვის ჩვილი, რომელიც რამდენიმე საათში კრემაციისთვის უნდა მოემზადებინათ, სრულიად მოულოდნელად ატირდა.

ჩვილი სპეციალურ ოთახში სხვა გვამებთან ერთად იწვა, როდესაც თანამშრომლებს ტირილის ხმა შემოესმათ, ბავშვი ცოცხალი იყო. ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე პატარა ადგილობრივ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. როგორც სამართალდამცავები ჟურნალისტებთან საუბარში ამბობენ, მედ-პერსონალს დიაგნოზის დასმა შეეშალა და ბავშვი გარდაცვლილად გამოაცხადეს. ბავშვი სასუნთქი სისტემის მალფორმაციით დაიბადა.

ამჟამად პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ექიმს ლიცენზია ჩამოართვეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს