ქუთაისში ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად ბუმია - "თავისუფალი საქართველო" ხელმოწერებს აგროვებს

ქუთაისში ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად ბუმია - "თავისუფალი საქართველო" ხელმოწერებს აგროვებს

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისის საკრებულოს მიწის პრივატიზების შესახებ კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას თქმით, პრივატიზების კანონის გამკაცრება ქუთაისის ტერიტორიების უფრო გონივრულად გასხვისებისთვის არის საჭირო.

"ქუთაისი ერთ დიდ სავაჭრო ცენტრს დაემსგავსა, ვყიდით ყველაფერს და არ ვქმნით არაფერს. გაივსო ყველაფერი მარკეტებით და ბენზინგასამართი სადგურებით და ქუთაისის დარჩენილი ტერიტორიების შესყიდვაზე ბუმია, თუ ვინ ჩაიგდებს ხელში. ამიტომ, ვიდრე ერთ სულ მოსახლეზე ერთი მაღაზია გაიხსნება და ერთ მანქანზე ერთი ბენზინგასამართი სადგური ჩვენს ქალაქში, აუცილებელია მიწის პრივატიზების კანონი სხვაგვარად იქნეს შემუშავებული," - განმარტავს წულაია.

წულაიას მტკიცებით, პრიორიტეტი მიწის გასხვისებისას იმას უნდა მიენიჭოს, ვინც გასხვისებულ ტერიტორიას საწარმოების შექმნას მოახმარს და არა კერძო მაღაზიების გახსნას.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა