ნიკოლაი აზაროვი - რუსეთი უკრაინასთან გაზის კონტრაქტის გადახედვას დათანხმდა

ნიკოლაი აზაროვი - რუსეთი უკრაინასთან გაზის კონტრაქტის გადახედვას დათანხმდა

რუსეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდების შესახებ კონტრაქტის გადახედვას დათანხმდა. ამის შესახებ ტელეკომპანია ICTV-სთან საუბარში უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა განაცხადა. მისი თქმით, კონტრაქტის გადახედვაზე ოფიციალური შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, თუმცა რუსულმა მხარემ მის გადახედვაზე თანხმობა განაცხადა.

"ჩვენ დაჟინებით ვარწმუნებდით რუსეთის ფედერაციას, რომ აღნიშნული კონტრაქტისთვის გადაეხედა. ახლა ასეთი დაპირება გვაქვს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამ შეთანხმების რეალიზებას შევძლებთ",- განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, აზაროვმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, თითქოს რუსეთმა უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმაში 20 მილიარდი დოლარი გამოუყო.

"ეს ცარიელი ყბედობაა. ჩვენთვის მთავარი კომპენსატორია რუსეთთან ის სავაჭრო-ეკონომიკური რეჟიმი შევინარჩუნოთ, რომელიც გვქონდა", - განაცხადა აზაროვმა.

მომზადებულია ICTV-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა