3 სულელური ამბავი, რომელიც ადამიანებმა დაიჯერეს

3 სულელური ამბავი, რომელიც ადამიანებმა დაიჯერეს

ეს 3 უცნაური ამბავი ჰოლივუდის სცენარი არ გეგონოთ.

1. სანატრელი შვებულება და ნარკოტიკები: 64 წლის ავსტრალიელმა ქალმა ინტერნეტში გათამაშებაში გაიმარჯვა. გამარჯვებულს კანადაში ორკაციანი საგზური გადასცეს, რომელიც ძვირადღირებული სასტუმროს, თვითმფრინავის ბილეთისა და ექსკურსიების ხარჯებს ფარავდა. 1 კვირა წყვილმა ფანტასტიკურ გარემოში გაატარა. თუმცა საოცნებო შვებულება უსიამოვნო ფინალით დასრულდა. აღმოჩნდა, რომ მათ ბარგში წამოსვლის წინ 7 კილოგრამი ფსიქოტროპული ნარკოტიკი მეტამფეტამინი ჩადეს. წყვილმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და მწარე რეალობის წინაშე აეროპორტში აღმოჩნდნენ, როდესაც სამართალდამცავებმა შემოწმებისას დაადგინეს, რომ ბარგი "ზედმეტად მძიმეა". ავსტრალიის ფედერალურმა პოლიციამ კანადელი კაცი დააკავა, რომელიც წყვილს აეროპორტში ელოდა. სამართალდამცავებმა დაამტკიცეს, რომ მოხუცებული წყვილი თაღლითობის მსხვერპლია.

2. ქალმა 1 500 დოლარი iPhone ნაცვლად ჩინურ Apple-ში გადაიხადა: ქალაქ ბრიზბენში მცხოვრებმა ქალმა ინტერნეტში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ახალი თაობის iPhone-ს შეძენა სურდა და მომხმარებლებს დახმარებას სთხოვდა; მალე მას დაურეკეს და უთხრეს, რომ მაკდონალდში შეხვედროდა და iPhone ეყიდა. ბედნიერმა ქალმა iPhone-ის ყუთში შეფუთული "ახალი" სმარტფონი 1 500 დოლარად შეიძინა. მოგვიანებით შენაძენი აღფრთოვანებულმა ქალმა გახსნა, თუმცა, ყუთში ჩინეთში დამზადებული Apple დახვდა. ქალმა საჩივარი პოლიციაში შეიტანა, თუმცა უშედეგოდ; სამართალდამცავებმა თქვეს, რომ ონლაინ რეკლამებსა და შემოთავაზებებს არ ენდონ.

3. მომღერალ ნიკ ქენონთან დაკავშირებული თაღლითობა: საიუველირო მაღაზიაში შეკვეთილი სამკაული კურიერმა სასტუმროში მიიტანა - ავტომობილს პიროვნება დახვდა, რომელმაც განაცხადა, რომ მომღერლის ასისტენტია და შეძენილ ნივთს თავად აუტანდა. კურიერმა რამდენიმე წუთის ლოდინის შემდეგ იმ იმედით, რომ ფულს ჩამოუტანდნენ გააცნობიერა, რომ არავითარი ვარსკვლავი აქ არ ცხოვრობდა. თაღლითი დღესაც ვერ იპოვეს. ტანსაცმლის მაღაზია Fred Segal-ს კი მატერიალური ზარალი მიადგა.

მომზადებულია cracked.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს