ირაკლი ღარიბაშვილის სპორტული წარსულის გაუხმაურებელი დეტალები მწვრთნელისგან

ირაკლი ღარიბაშვილის სპორტული წარსულის გაუხმაურებელი დეტალები მწვრთნელისგან

ირაკლი ღარიბაშვილის სპორტული წარსულზე პირველად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მისი წარდგენის დროს, ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა. ახლა კი, უკვე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის სპორტული შესაძლებლობებსა და კიკბოქსინგში პირველი ნაბიჯებზე, მისი ყოფილი მწვრთნელი თამაზ ყარაგვეზაშვილი საუბრობს. ყარაგვეზაშვილი თოქ-შოუში "დედოფლისწყაროს საათი", დეტალურად იხსენებს პრემიერის მასთან ვარჯიშის წლებს. "გამიხარდა, როდესაც ტელევიზიით პრემიერმა გაავრცელა ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილზე, როგორც კიკბოქსინგელზე. ყველას გაუკვირდა, როგორ შეიძლება მინისტრი იყოს ორთაბძოლებით დაკავებული", - აღნიშნავს მწვრთნელი.

"90-იანი, გაჭირვების წლები იყო, როდესაც ირაკლი თავის მეგობრებთან ერთად მოვიდა ჭაბუკთა გუნდში. თავიდანვე გამოირჩეოდა სპორტული მონაცემებით, იყო ძალიან სწრაფი, მოქნილი, სპორტული აღნაგობის და ძალიან მშრომელი ბავშვი.  ის ვარჯიშის შემდეგაც რჩებოდა და დამატებით ვარჯიშობდა, ამასთან, პროგრამით გათვალისწინებულ ვარჯიშებს, თვითონ ირთულებდა. მაგალითად, სარბენ ბილიკებზე ჩანთაში ქვებს იყრიდა და სიმძიმეს ხელოვნურად ქმნიდა. ამიტომ მალევე დაეწია ისეთ სპორტსმენებს, ვისაც ვარჯიში დიდი ხნის დაწყებული ქონდა. ცოტა ხანშივე დაიკავა კარგი ადგილი ჭაბუკთა გუნდში და ბოლოს ისე კარგად წამოვიდა წინ, რომ ბავშვებისთვის საჩვენებელ ვარჯიშებს ირაკლის ვაკეთებინებდი. რთულ ილეთებს ისე სწრაფად და ტექნიკურად დახვეწილად აკეთებდა, რომ ბავშვები კი არა, მე ვრჩებოდი გაკვირვებული", - ამბობს ყარაგვეზაშვილი.

მწვრთნელის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი სპორტს მშობლებმა ჩამოაშორეს. "ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილმა მშობლების გადაწყვეტილებით სპორტს თავი იმ მიზნით დაანება, რომ სწავლაში ხელი არ შეშლოდა. კიდევ კარგი, არ დავიტოვე, თუმცა რომ მომენდომებინა და დამეტოვებინა, სპორტშიც პირველი იქნებოდა. მას დიდი მომავალი ჰქონდა", - აცხადებს ყარაგვეზაშვილი.

მომზადებულია qiziyi.ge-ს მიხედვით

qiziyi.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა