ვიქტორ იანუკოვიჩმა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს ძალის გამოუყენებლობისკენ მოუწოდა

ვიქტორ იანუკოვიჩმა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს ძალის გამოუყენებლობისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა სამართალდამცავებსა და ევროინტეგრაციის მომხრეებს აქციების დროს ძალის გამოუყენებლობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქციების დროს ძალა არ გამოიყენონ", - განაცხადა იანუკოვიჩმა უკრაინულ ტელეკომპანია "1+1"-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან, იანუკოვიჩმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს საკმარისი ძალა გააჩნია იმისთვის, რომ რეაგირება მოახდინოს ყველანაირ კანონდარღვევაზე.

"ინტერფაქს უკრაინას" ბოლო ინფორმაციით, უკრაინის ევროინტეგრაციის მოთხოვნით გამართულ აქციას დამოუკიდებლობის მოედანზე შევჩენკოს უნივერსიტეტის 2,5 ათასამდე სტუდენტიც შეუერთდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა