უკრაინაში წყვილმა ქორწინება საპროტესტო აქციაში მონაწილეობით აღნიშნა

უკრაინაში წყვილმა ქორწინება საპროტესტო აქციაში მონაწილეობით აღნიშნა

უკრაინაში ახალდაქორწინებულმა წყვილმა ქორწინება ევროინტეგრაციის მომხრეთა აქციაში მონაწილეობით აღნიშნა. ფაქტის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელ twitter-ში იაროსლავ ტაბინსკი აქვეყნებს. ფოტოზე პატარძალს ხელში ევროკავშირის დროშა უჭირავს, ნეფეს კი უკრაინის.

უკრაინის ევროინტეგრაციისთვის მრავალრიცხოვანი მიტინგები კიევსა და სხვა ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან ასოცირების პროცესი.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო