სოციალური ქსელით "დაავადებული" სალომე გოგიაშვილი

სოციალური ქსელით "დაავადებული" სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილი და მისი "პოსტები" სოციალურ ქსელში განხილვის თემა ბევრჯერ ყოფილა: "ჰომოფობობის" გამო სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტის შესახებ "ფეისბუკის" მომხმარებლები აქტიურად წერდნენ და ძირითადად, სოლიდარობას უცხადებდნენ... სალომეს მრავალფეროვანი "პოსტებიდან" ერთ-ერთი ანჟელიკა ვარუმისა და ლეონიდ აგუტინის კონცერტზე დასასწრები ბილეთებისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ფოტოები იყო, მინაწერით - "რა ცოტა მყოფნის ბედნიერებისათვის", რაც მისთვის უცნობმა ადამიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა... ალბათ ნინა წკრიალაშვილისა და სალომეს დაპირისპირებაც გახსოვთ, რომელიც სალომეს მიერ სერგეი ზვერევისა და ნინას მსგავსების ამსახველი ფოტოების ატვირთვას მოჰყვა და სკანდალში გადაიზარდა.... ამჟამად სალომე პატარის მოლოდინშია. ის "ფეისბუკზე" კვლავ აქტიურად "პოსტავს" ყველაფერს, რაც სურს...

- სოციალურ ქსელში დაახლოებით, 15 წლის წინ დავრეგისტრირდი. იმ პერიოდში სხვა გასართობი არ იყო და ყველანი "მირკზე" "მიჯაჭვული" ვიყავით. მას შემდეგ, სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი ვარ.

- ამჟამად "ფეისბუკზე" აქტიურობ. ეს შენთვის გართობის საშუალებაა, ინფორმაციის მიღების წყარო თუ?..

- (მაწყვეტინებს) ყველაფერი ერთად: ინფორმაციასაც ვიღებ, დიდი ხნის უნახავ, უცხოეთში მყოფ ადამიანებსაც ვეკონტაქტები, კარგა ხნის დაკარგულ მეგობრებს ვპოულობ და ა.შ. საკუთარი თავის შესახებ სოციალურ ქსელში ყვე­ლა რაღაც ინფორმაციას ათავსებს. შესაბამისად, ჩემი სამეგობრო წრისა და ზოგადად, "ფეისბუკზე" გაწევრებული ადამიანების შესახებ მეტ-ნაკლებად, მაგრამ რაღაცები ვიცი.

- სოციალურ ქსელში გამართულ დისკუსიებში თუ ერევი?

- რა თქმა უნდა! ზოგადად, აქტიური ადამიანი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, რომ ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება გამოვთქვა. არ მიყვარს, როცა ადამიანები გარკვეულ როლებს თამაშობენ, სინამდვილეში კი სხვაგვარად ფიქრობენ. ძალიან პირდაპირი ვარ, რასაც ვფიქრობ, ადამიანს ყოველთვის პირში ვეუბნები. ცხადია, ეს გარკვეულ ჩარჩოში უნდა ჯდებოდეს და გამაღიზიანებელი არ იყოს.

- და მაინც, ვირტუალურ სამყაროში უფრო თავშეკავებული ხარ, თუ რეალურ ცხოვრებაში?

- აბსოლუტურად ერთნაირი ვარ: თუკი ინტერნეტში აზრს წერილით გამოვხატავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს პირადად იმავეს ვერ ვეტყვი.

- ადამიანების ამოცნობა სოციალურ ქსელში უფრო ადვილია თუ რეალურ სამყაროში?

- ადამიანსაც გააჩნია. მეგობარს "ვირტში" ვერ ამოიცნობ და შეიძლება, თავი ვერ დადო, რომ მთელი ცხოვრება გიერთგულებს. ქალისა და კაცის ურთიერთობას რაც შეეხება, სოციალური ქსელი ფლირტის წამოსაწყებად საუკეთესო საშუალებაა. მე და ჩემმა მეუღლემაც ურთიერთობა "ფეისბუკით" დავიწყეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს 2-დღიანი მიმოწერა ფლირტის საწყისი იყო, შემდეგ კი ურთიერთობა რეალურ სამყაროში განვაგრძეთ. ხშირად გამიგონია, რომ "ფეისბუკში" დაწყებული სიყვარული "ლაივში" კრახით დასრულებულა, რადგან როცა ადამიანს ვერ ხედავ და მისი ხმა არ გესმის, ცხოვრებას არარეალურ სამყაროში იწყებ...

- მოწონებების ე.წ. "ლაიქების" რაოდენობა შენს განწყობილებაზე მოქმედებს?

- როგორ არა! ძალიან მიხარია, როცა მეგობრების უმეტესობა ჩემს "პოსტებს" იწონებს. ალბათ "ლაიქი" იმისთვისაა შექმნილი, რომ სტიმული მოგვცეს.

- სოციალურ ქსელში უცნობ ადამიანებს იმეგობრებ?

- "უსახელოებს", რომლებსაც სა­კუთარი თავის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ "უდევთ", ნაკლებად ვიმეგობრებ. და კიდევ, აბსოლუტურად უცნობ ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ სურთ, რომ მეგობრების სიაში ვყავდე, არ ვიმეგობრებ. ასეთი გადაწყვეტილება მივიღე (იცინის).

- სამეგობრო სიიდან ვინმე წაგიშლია?

- რა თქმა უნდა! ისინი ერთი უმარტივესი მიზეზის გამო წამიშლია: როცა ვხვდები, რომ ადამიანი თავისი ფოტოთი თუ ზედმეტი აქტიურობით მაღიზიანებს, სიიდან ვშლი. მე "ფეისბუკში" ვერთობი, ეს ჩემთვის ერთგვარი რელაქსაციაა, ამიტომ "ფრენდი" თავს არ უნდა მაბეზრებდეს და არასასურველ მესიჯებს არ მიგზავნიდეს.

- ინტერნეტში გამოქვეყნებული შენი ინტერვიუების შესახებ კომენტარებს ეცნობი?

- არ დავმალავ - 1-2-ჯერ გავეცანი და ნერვები მომეშალა. ხშირად, შეუმდგარი ადამიანები ბოღმიან კომენტარებს წერენ. დარწმუნებული ვარ, ნორმალური პიროვნება საიტზე იმ მიზნით არ შევა, რომ მისთვის უცნობი ადამიანის შესახებ ცუდი რაღაცები წეროს. ისინი ფსიქიკურად შეშლილები არიან. სხვა საქმით დაკავება რომ არ შეუძლიათ, 24 საათი კომპიუტერთან სხედან და სხვებს ლანძღავენ. ამიტომ მათ კომენტარებს აღარ ვკითხულობ.

- არასრულწლოვანი "ფრენდები" გყავს?

- კი. ჩემთვის ეს ადამიანები ძალიან ძვირფასები არიან. სამეგობრო სიაში ჩემი შვილის ბევრი მეგობარი მყავს.

- "ფეისბუკზე" საკუთარი გვერდი შენს შვილებსაც აქვთ?

- კი, მაშკასაც და ციბუსაც. სოციალური ქსელით ციბუც აქტიურად სარგებლობს.

- წერა-კითხვა იცის?

- არა. საკუთარ ფოტოებს ტვირთავს, კომენტარებს "სმაილიკებით" "დებს". თუ რაიმეს დაწერა უნდა, მეძახის. მე და მაშკა ვეხმარებით.

- სოციალურ ქსელში დარეგისტრირება პატარების ინიციატივა იყო?

- რა თქმა უნდა!

- როგორც ვიცი, სოციალურ ქსელში ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს.

- ჩემი შვილებისთვის ეს გასართობია. თან, მათ ყველა მეგობარს "ფეისბუკზე" საკუთარი გვერდი აქვს. რომ ვხედავდე, ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! რეალურ სამ­ყაროს სწყდებიან და კომ­პიუ­ტერს "მიეჯაჭვენ", არ დავარეგისტრირებდი. ცოტა ხნით "ფეისბუკზე" თუ შევლენ და გაერთობიან, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ნორმის ფარგლებში ყველაფერი მისაღებია.

- არასრულწლოვანი "ფრენდებისთვის" ცალკე სია თუ გაქვს? მათთვის სოციალურ ქსელში გაზიარებულ ინფორმაციას ფილტრავ?

- არა, რადგან ზოგადად, არასრულწლოვანმა მისი ასაკისათვის შეუფერებელი ინფორმაცია ინტერნეტითაც შეიძლება, მიიღოს. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი "სიგიჟეებს" არ ნახავს.

- "ფეისბუკით" საქმიანი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიგიღია?

- ალბათ - კი. კონკრეტული ფაქტი არ მახსენდება, მაგრამ როცა ადამიანებს ჩემთან დაკავშირება სურთ და ტელეფონის ნომერი არ იციან, "ფეისბუკით" მიკავშირდებიან.

- დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში რამდენ ხანს ატარებ?

- ისეთი დაავადებული ვარ, რომ 24 საათი ტელეფონით "ფეისბუკში" ვიყურები. ჩემგან მაგალითს ნუ აიღებთ (იცინის).

- ანუ სოციალურ ქსელში უფრო დიდ­ხანს "ცხოვრობ", ვიდრე - რეალურ სამყაროში?

- არა, არა, ასე არ არის. უბრალოდ, ყველაფერ ამას ერთმანეთს მარტივად ვუთავსებ.

- როგორი სახის ფოტოები, ინფორმაცია გაღიზიანებს?

- ერთხელ სოციალურ ქსელში ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! აღმოვაჩინე, რომელიც ინტერნეტში საოცარ ვიდეოებს ტვირთავდა, იგინებოდა, იფურთხებოდა... ასეთი ადამიანი "ფეისბუკზე" კი არა, რეალურ ცხოვრებაშიც გამაღიზიანებელია. თუკი ვინმე სარკესთან ან აბაზანაში გადაღებულ ფოტოს დადებს, ეს არ მაღიზიანებს. სოციალური ქსელი იმისთვის არის, რომ თავისუფლები ვართ - რაც გვინდა, იმას ვაქვეყნებთ.

- "ფეისბუკში" შენ მიერ სერგეი ზვერევისა და ნინა წკრიალაშვილის მსგავსების ამსახველი ფოტოების გამოქვეყნების მერე, ეს საკითხი დიდი განხილვის საგანი გახდა. შენი "პოსტი" აჟიოტაჟად გიღირდა?

- ეს ყველაფერი სპონტურად მოხდა: სურათები დავინახე, ერთმანეთს ნამდვილად მივამსგავსე და ჩემს "გვერდზე" დავდე. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. შეუძლია, იგივე თავადაც გააკეთოს...

- მეუღლეს სოციალურ ქსელში შენი აქტიურობის გამო თუ უსაყვედურია?

- ისეთს არაფერს ვაკეთებ, რაც ჩვენს ოჯახს პრობლემას შეუქმნის. ეს ყველაფერი გართობის დონეზეა - უნდა გავერთოთ, გავიცინოთ... როცა დატვირთული ხარ, "ფეისბუკით" ყურადღების სხვა რამეზე გადატანა შეგიძლია. მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ვენდობით და სოციალური ქსელის გამო, ნერვებს არ ვიშლით.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება