ცოტა რამ ქოქოსის კაკალზე

ცოტა რამ ქოქოსის კაკალზე

პირველი ცნობებს ქოქოსის კაკლის შესახებ შეიცავს ჩვ.წ. აღ IV საუკუნით დათარიღებული ბუდისტური ჩანაწერები. ერთ-ერთი პირველი ევროპელი, ვინც ეს მცენარე თავის წიგნში აღწერა, იყო მოგზაური მარკო პოლო. ქოქოსის სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია: ფილიპინები, ინდონეზია და მალაიზიაა. ქოქოსის პალმა სიმაღლეში 20-25 მეტრამდე იზრდება და ყოველ წელს 100-მდე კაკალს ისხამს. ქოქოსის დასახელება მოდის პორტუგალიური სიტყვისგან coco, რაც ნიშნავს მაიმუნს და ეწოდა მისი ნაყოფის მაიმუნთან მსგავსების გამო.

ქოქოსის კაკლებს შეუძლიათ იმოგზაუროთ ზღვის ტალღების საშუალებით ადამიანის დახმარების გარეშე. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ იგი გამრავლდა წყნარი ოკეანის კუნძულებზე, სამხრეთ აზიასა და აფრიკაში.

მეურნეობაში ქოქოსის პალმის ყველა ნაწილი გამოიყენება. ინდონეზიელები ამბობენ, რომ იგი იმდენ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რამდენი დღეც არის წელიწადში. ქოქოსს იყენებენ როგორც სამშენებლო მოსაპირკეთებელ მასალას, მოიხმარენ საოჯახო ნივთებისა და ხელსაწყოების დასამზადებლად, ხმარობენ საწვავად, პარფიუმერიასა და კულინარიაში. უმწიფარ ნაყოფში არსებული სითხისგან აკეთებენ ძმარს. რბილობისგან ხდიან უძვირფასეს ცხიმს, რომელსაც პარფიუმერიაში ფართო გამოყენება აქვს. ქოქოსის ცხიმი პოპულარულია კულინარიაში. შუა საუკუნეებში ცნობილი იყო ქოქოსის გახეხილი რბილობისგან მოხარშული თაფლის რეცეპტი. პალმის ღეროს წვენისგან ყენდება ღვინო. ყვავილები გამოიყენება სალათებში, ხოლო მათი წვენისგან კი ამზადებენ შაქარსა და ვაჟინს. ნაყოფის თმიანი გარსისგან ინდონეზიის მოსახლეობა ამზადებს თოკებს. ქოქოსის სეზონი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება, მისი რბილობი და მისგან დამზადებული რძე შეუცვლელი პროდუქტია ტაილანდურ სამზარეულოში. ქოქოსის რძის ბაზაზე მზადდება წვნიანები, სხვადასხვა სახის ტკბილეული, იხარშება ბრინჯი და მიირთმევენ უმადაც. ნორჩი ქოქოსის სითხე ეფექტურად კლავს წყურვილს.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს