დიანა ღურწკაია მეორე ფეხმძიმობაზე ალაპარაკდა

დიანა ღურწკაია მეორე ფეხმძიმობაზე ალაპარაკდა

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, დიანა ღურწკაიას მეორე ფეხმძიმობას რუსული ყვითელი პრესა რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად განიხილავდა. ახალი ჭორის საბაბი მომღერლის მეუღლის, პეტრ კურჩენკოს ინტერვიუ გახდა, სადაც მან აღიარა, რომ ცოლ-ქმარი მეორე შვილზე ოცნებობს.

დიანას მეუღლემ ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ წყვილს მეორე შვილად გოგონა სურს. მოგვიანებით თავად მომღერალმაც დაადასტურა, რომ მეორე შვილის გაჩენას ღვთისმშობელს სთხოვს.

"მუდამ ვამბობ, რომ ბავშვები ჩვენი ცხოვრების ეპიცენტრია და უდიდესი ბედნიერება მოაქვთ. ეტყობა პეტრეს ძალიან უნდა გოგონა, რადგან ჟურნალისტებსაც კი გამოუტყდა ამაში. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, ძალიან ბედნიერი ვიქნები, ეს თუ მართლაც მოხდება" , - განუცხადა დიანამ ჟურნალისტებს და არ დაუმალავს, როგორ ჩავიდა საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე აგებულ წმინდა მარია ცამბიკის ტაძარში და ღვთისმშობელს მეორე შვილის გაჩენა შეავედრა.

ტრადიციის მიხედვით, მარია ცამბიკის ტაძარში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატის მოსალოცად დედობის მსურველი უშვილო ქალები დადიან.

მომზადებულია worldru.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება