Nasa მთვარეზე ბოსტნეულს მოიყვანს

Nasa მთვარეზე ბოსტნეულს მოიყვანს

"ნასას" მეცნიერები მთვარეზე ბოსტნეულსა და მცენარეებს დარგავენ, რათა შეამოწმონ, როდესმე იქ ადამიანი შეძლებს თუ არა ცხოვრებას.

კოსმოსში მეცნიერები სხვა მცენარეებთან ერთად რეჰანს და თალგამს დარგავენ. მცენარეთა თესლსა და ნერგებს მთვარის მტვრისგან სპეციალური კონტეინერებით დაიცავენ. მათ სპეციალური კამერებით დააკვირდებიან, მცენარეებისთვის წყალს მოიმარაგებენ. ექსპერიმენტი 2015 წელს განხორციელდება. მეცნიერებთან ერთად პროექტში სტუდენტებისა და მოხალისეების ჯგუფები არიან ჩართული.

"მეცნიერები მთვარის გარემოს შეისწავლიან. თუ მცენარეები გაიხარებენ, გამოდის, ადამიანიც შეძლებს იქ ცხოვრებას, რადგანაც ადამიანების მსგავსად მცენარეებსაც იგივე საჭიროებები აქვს - საჭმელი, სასმელი და ჰაერი", - ამბობს "ნასას" წარმომადგენელი.

მომზადებულია matzav.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს