ჭიათურის საბაგიროს ფოტო Reuters-ის წლის ყველაზე შთამბეჭდავ კადრებში მოხვდა

ჭიათურის საბაგიროს ფოტო Reuters-ის წლის ყველაზე შთამბეჭდავ კადრებში მოხვდა

საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა საზოგადოებას 2013 წლის ყველაზე შთამბეჭდავი ფოტოები შესთავაზა. ყველა კადრი სააგენტოს პირადი არქივიდანაა - ფოტოგალერეაში მოხვდა ჭიათურის საბაგიროც.

ფოტოს თან ერთვის წარწერა - "ფოტო საქართველოში, ჭიათურაში 2013 წლის 12 სექტემბერსაა გადაღებული. 60 წლის საბაგიროს ფანჯრიდან მგზავრი გვიყურებს. საბჭოთა ეპოქაში აშენებული ჭიათურის საზოგადოებრივი საბაგიროები მარგანეცის სამთო მრეწველობას ხელს უწყობდა. 60 წლის შემდეგაც ჭიათურის 21 საბაგიროდან 15 კვლავაც მუშაობს".

ფოტოგალერეაში 149 ფოტო შევიდა, გთავაზობთ 25 ყველაზე შთამბეჭდავ კადრს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია