იაპონელმა ხელოვანმა შოკოლადის სახატავი ნაკრები შექმნა

იაპონელმა ხელოვანმა შოკოლადის სახატავი ნაკრები შექმნა

იაპონელმა ხელოვანმა ოკი სატომ ტკბილეულის მოყვარულებისთვის საღებავების უჩვეულო ნაკრები - შოკოლადის კამფეტების ორიგინალური კრებული Chocolate Paint გამოიგონა. მისი უნიკალურობა არა ფერთა გამაში, არამედ იმაშია, რომ ისინი იჭმევა. ყველა ფლაკონი ნამდვილი შოკოლადისგანაა დამზადებული, ხოლო თითოეულ საღებავს საკუთარი ფერი და გემო აქვს.

ნაკრებში 12 ფლაკონია, თითოეული მათგანზე მითითებულია ფერი და გემო: ყავა, ბრენდი, რომი, კარამელი, მოცვი, მარწყვი, მწვანე ჩაი, ნესვი, ლიმონი, პიტნა.

"შოკოლადის საღებავების" ფასი 43 დოლარია. მაგრამ მათი შეძენა ჯერჯერობით, მხოლოდ იაპონიაშია შესაძლებელი.

მომზადებულია yes.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს