ბრიტნი სპირსი თხოვდება

ბრიტნი სპირსი თხოვდება

მომღერალი ბრიტნი სპირსი  რამდენიმე თვეში მესამედ ქორწინდება.

როგორც ვარსკვლავის მეგობარი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, ბრიტნის საყვარელმა დევიდ ლუკადომ ხელი მას უკვე ოფიციალურდა სთხოვა და წყვილი საქორწილო ცერემონიალს გეგმავს. ბრიტნის სურს, გრანდიოზული ქორწილი ჰავაის სანაპიროზე გადაიხადოს, სადაც არცერთი ჟურნალისტი და პაპარაცი არ იქნება.

"ბრიტნი ბედნიერია, რომ პირად ცხოვრებაში უიღბლო პერიოდის შემდეგ ახალი სიყვარული ეწვია. ის ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ გათხოვდება. დევიდმა ბრიტნი ოჯახის წევრებს უკვე გააცნო. საპატარძლოთი განსაკუთრებით სასიძოს 93 წლის ბებია აღფრთოვანდა. მომღერალი ბევრი შვილის გაჩენას აპირებს", - წერს Showbizspy.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება