''მე სამი ბეჭედი მოგიტანე ნიშნობაზე, ბრილიანტებით'' - თიკა ჯამბურიას ყოფილი დედამთილი პასუხობს

''მე სამი ბეჭედი მოგიტანე ნიშნობაზე, ბრილიანტებით'' - თიკა ჯამბურიას ყოფილი დედამთილი პასუხობს

მომღერალ თიკა ჯამბურიას ცხოვრებაში სიახლეა. გუშინწინ, მომღერალმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც არათითზე ლამაზი ბეჭედი უკეთია. რამდენიმე წუთში თიკას უამრავმა ადამიანმა მიულოცა გაბედნიერება. საკუთარი ნიშნობა ჯამბურიამაც დაადასტურა და ისიც გაამხილა, რომ მისი რჩეული უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენია. თუმცა, მისი ვინაობა დამალა.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, როგორც ჩანს, თიკას უამრავმა ჟურნალისტმა დაურეკა, რადგან მობეზრებულმა მომღერალმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა.

"ჟურნალისტებს... გთხოვთ, ცოტა ხანი არ დამირეკოთ და არც მომწეროთ. ეს ხალხი გამაგიჟებს, იმის მაგივრად რომ ბედნიერება მისურვონ ბეჭდისა და თვლის ზომაზე სახალხო ისტერიკა გამართეს" ...

თიკას მორიგ სტატუსს, მისი მეგორების მხრიდან მილოცვები და ჟურნალისტების კრიტიკა მოჰყვა.

"მე სამი ბეჭედი მოგიტანე ნიშნობაზე... ბრილიანტებით" - წერს თიკას ყოფილი დედამთილი ხათუნა ხოფერია.

ცნობილია, რომ ქმართან დაშორების მიუხედავადად, თიკას და ქალბატონ ხათუნას ყოველთვის არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ასევე დაგაინტერესებთ: თიკა ჯამბურია უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენზე დაინიშნა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება