კიმ ჩენ ინის ბიძა ქვეყნის ღალატისთვის სიკვდილით დასაჯეს

კიმ ჩენ ინის ბიძა ქვეყნის ღალატისთვის სიკვდილით დასაჯეს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ბიძა ჩან სონ-ტეკი ქვეყნის ღალატისთვის სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ჩან სონ ტეკმა აღიარა სახელმწიფო გადატრიალებისა და ქვეყნის ხელისუფლების დამხობის მიზნით დაჯგუფების ფორმირება. სასიკვდილო განაჩენი მას სამხედრო ტრიბუნალმა გამოუტანა და ქვეყნის ლიდერის ბიძა განაჩენის აღსასრულებლად პირდაპირ პოლიტბიუროს ერთ-ერთი სხდომიდან გაიყვანეს.

ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო KCNA-ის გავრცელებულ ინფორმაციაში კი ნათქვამია, რომ ქვეყნის მოღალატე ჩან სონ ტეკი ძაღლზე უარესი იყო. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ პროპაგანდისტული დოკუმენტური ფილმიდან ამოჭრა ყველა ის კადრი, სადაც ჩან სონ ტეკი ჩანდა.

ამასთან, რამდენიმე თვის წინ კიმ ჩენ ინის ბიძა ქვეყნის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს, დეკემბერში კი მისი რამდენიმე თანაშემწე დასაჯეს სიკვდილით.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა