მარი კეიტ ოლსენი სარკოზის ძმისგან ბავშვს ელოდება

მარი კეიტ ოლსენი სარკოზის ძმისგან ბავშვს ელოდება

ჰოლივუდის მსახიობი და დიზაინერი მერი კეიტ ოლსენი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ძმა ოლივიესგან ბავშვს ელოდება. ოლივიე სარკოზისთვის ეს მესამე შვილი იქნება, საფრანგეთში მას პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ეზრდება: 12 წლის ჟიულენი და 10 წლის მარგო.

მერი კეიტი ძალიან ბედნიერია, მაგრამ გათხოვებას არ ჩქარობს. ყოველ შემთხვევაში, დაქორწინების გეგმების შესახებ წყვილი არ საუბრობს. ახლახან, მსახიობი ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში შეამჩნიეს. ვარსკვლავი რამდენჯერმე დაბრუნდა დაწესებულებაში, რომ არჩევანი გაეკეთებინა.

ერთ-ერთი ამორჩეული ბეჭედი მისი თითის ზომის მიხედვით დააპატარავეს, მაგრამ მერი კეიტს ჯერჯერობით სამკაული არ შეუძენია.

26 წლის ოლსენმა და 42 წლის სარკოზიმ შეხვედრა შარშან გაზაფხულზე დაიწყეს. სამი თვის შემდეგ წყვილი ნიუ-იორკში დასახლდა.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება