"გორელები გასახდელში შემოგვიცვივდნენ და ძლივს დავაღწიეთ თავი" - კალათბურთელი გოგონა

"გორელები გასახდელში შემოგვიცვივდნენ და ძლივს დავაღწიეთ თავი" - კალათბურთელი გოგონა

მსოფ­ლიო სპორ­ტში, ჩოგ­ბურ­თის კორ­ტებ­ზე თუ ყი­ნუ­ლის მო­ე­დან­ზე უამ­რავ ლა­მაზ­მანს ვხე­დავთ, რომლებიც შო­უ­ბიზ­ნე­სის ვარ­სკვლა­ვებ­თან მე­გობ­რო­ბენ და პო­პუ­ლა­რო­ბის მხრივ მათ არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან, რა­საც ვერ ვიტყ­ვით კა­ლათ­ბურ­თელ ქა­ლებ­ზე. ქალ­თა კა­ლათ­ბურ­თი არც სა­ქარ­თვე­ლო­შია პო­პუ­ლა­რუ­ლი, თუმ­ცა არ­სე­ბო­ბენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი ქა­ლე­ბი. ან­ჯე­ლა წიკ­ლა­უ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თ-ერ­თი პირ­ვე­ლი ქა­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი­ა, რო­მელ­საც სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რად გა­მოჰ­ყვა.

- მა­მა­ჩე­მი, და­ვით წიკ­ლა­უ­რი, კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბის მწვრთნე­ლი­ა, ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი სწო­რედ მი­სი გაზ­რდი­ლი­ა, ალ­ბათ ამი­ტო­მაც იყო, რომ ამ სპორტმა ბავ­შვო­ბი­დან­ვე გა­მი­ტა­ცა, თა­ნაც ისე, რომ სიმ­ღე­რა­ზე სი­ა­რულს თა­ვი და­ვა­ნე­ბე და კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­ში და­ვიწყ­ე. მე­ექ­ვსე კლას­ში ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად რომ ვი­თა­მა­შე. იმ­დე­ნად მიყ­ვარ­და ეს საქ­მე, რომ ოღონდ კა­ლათ­ბურ­თი მე­თა­მა­შა და, არც ტრავ­მე­ბი მა­ში­ნებ­და, არც ბურ­თის სიმ­ძი­მე და არც არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი. თავ­და­პირ­ვე­ლად მარ­თვეს გუნ­დში ვთა­მა­შობ­დი, 90-ი­ა­ნი წლე­ბი იყო და ვის ეცა­ლა მა­შინ კა­ლათ­ბურ­თის­თვის...

- რო­გორ პი­რო­ბებ­ში გი­წევ­დათ ვარ­ჯი­ში?

- ვე­რის სა­კა­ლათ­ბურ­თო დარ­ბაზ­ში ვვარ­ჯი­შობ­დით. რა პი­რო­ბე­ბი უნ­და გვქო­ნო­და, რო­ცა ქა­ლაქ­ში ომი იყო. და­ფი­ნან­სე­ბა­ზე ლა­პა­რა­კიც კი ზედ­მე­ტი იყო. ერ­თ-ერთ ბიზ­ნეს­მენს ჩვე­ნი გუნ­დის შეს­ყიდ­ვა სურ­და, მაგ­რამ მწვრთნელს ვერ ვუ­ღა­ლა­ტეთ, მი­სი გაზ­რდი­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით დავ­დი­ო­დით ტურ­ნი­რებ­ზე, თურ­ქეთ­შიც გვქონ­და თა­მა­შე­ბი. არა­ერ­თი კუ­რი­ო­ზი გა­დაგ­ვხდე­ნია თავს. ერ­თხელ, გას­ვლით თა­მაშ­ზე, გო­რე­ლებ­მა შურ­დუ­ლე­ბით დაგ­ვი­ში­ნეს სა­ფან­ტი, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო; ერ­თხელაც გა­სახ­დელ­ში შე­მოგ­ვიც­ვივ­დნენ და ძლივს და­ვაღ­წი­ეთ თა­ვი. მა­შინ ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ ახ­ლა კარ­გად გვახ­სენ­დე­ბა. წარ­მა­ტე­ბე­ბი გვქონ­და, მაგ­რამ მხო­ლოდ სი­გე­ლე­ბი და მედ­ლე­ბი დაგ­ვრჩა. მე­რე, წლე­ბი რომ გა­ვი­და და ვხე­დავ­დით, ქალ­თა კა­ლათ­ბურთს არა­ნა­ი­რი პერ­სპექ­ტი­ვა არ ჰქონ­და, ზო­გი გათხ­ოვ­და, ზოგ­მა მუ­შა­ო­ბა და­იწყ­ო, ზო­გი საზღ­ვარ­გა­რეთ წა­ვი­და და ჩვე­ნი გუნ­დიც და­ი­შა­ლა. ხში­რად გვი­ფიქ­რი­ა, ისევ შევ­კრე­ბი­ლი­ყა­ვით და გვე­თა­მა­შა, მაგ­რამ ვე­ღარ მოვა­ხერ­ხეთ. მეც სა­ბერ­ძნეთ­ში წა­ვე­დი, ვმუ­შა­ობ­დი მზა­რე­უ­ლად, მიმ­ტა­ნად. იქი­დან დავ­ბრუნ­დი და ახ­ლა მწვრთნე­ლად ვმუ­შა­ობ, პა­რა­ლე­ლუ­რად მა­ნი­კი­ურ­-პე­დი­კი­უ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ.

- მა­ინც რა­ტომ ვერ ვი­თარ­დე­ბა ჩვენში ქალ­თა კა­ლათ­ბურ­თი?

- ადა­მი­ანს ხელ­ფა­სი ხომ უნ­და მის­ცე და ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბი მა­ინც ხომ უნ­და შე­უქ­მნა? რო­ცა ეს არ არის, იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბი, სპორტს თა­ვი და­ა­ნე­ბო, ან საზღ­ვარ­გა­რეთ წახ­ვი­დე სა­თა­მა­შოდ. ამას ყვე­ლა ვერ ახერ­ხებს, ამი­ტო­მაც არის ქალ­თა კა­ლათ­ბურ­თი გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია