როგორ ვიკვებოთ ზამთარში

როგორ ვიკვებოთ ზამთარში

ზამთრის დღეებში სიმხნევე და ენერგია რომ შეინარჩუნოთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარ რაციონს: ხორცი, ბევრი ბოსტნეული და ზღვის პროდუქტი იმუნიტეტს გაგიძლიერებთ და ორგანიზმს ენერგიით აავსებს. ამას დაუმატეთ მსუბუქი ვარჯიშიც, რომელიც შესანიშნავად ებრძვის სტრესს და პირველ მერცხლებს დაელოდეთ.

ზღვის ნობათი განსაკუთრებით მდიდარია იოდით და თუთიით. იოდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ზრდისა და უჯრედების განახლების პროცესში. თუთია აუცილებელია სისხლის თეთრი ნაწილაკების გამომუშავებისათვის, რომელიც თავის მხრივ იმუნიტეტს აძლიერებს. ამგვარად, ორივე ელემენტი დაგეხმარებათ ზამთრის ინფექციებთან ბრძოლაში.

ზამთრის ბოსტნეულში შემავალი მინერალები და ვიტამინები იმუნიტეტსაც გაგიძლიერებთ და გაციებისგანაც დაგიცავთ. ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ამ მხრივ კომბოსტოა, რომელი სახეობისაც არ უნდა იყოს: თეთრი, ბრიუსელის, რომანესკო, ბროკოლი, ყვავილოვანი თუ წითელი. დამწნილებული კომბოსტოც ძალიან სასარგებლოა: მასში ბევრი ფერმენტი, C ვიტამინი, კალიუმი შედის.

ნუ იყიდით ზამთარში უგემურსა და ძვირ პამიდორს ან მარწყვს. გააკეთეთ ფსონი სეზონურ ხილსა და ბოსტნეულზე.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს