Facebook-მა ღილაკი "შეწირვა" დანერგა

Facebook-მა ღილაკი "შეწირვა" დანერგა

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა ღილაკი Donate Now დანერგა, რომლის დახმარებით მომხმარებლებს საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის შემოწირულობის გაგზავნა შეუძლიათ.

"ჩვენ ახალ ფუნქცია Donate-ს ("შეწირულობა") ვუშვებთ, რომელიც  არაკომერციულ ორგანიზაციებში სახსრების გადაგზავნის შესაძლებლობას პირდაპირ Facebook -ის საშუალებით იძლევა"-აცხადებენ Facebook-ში.

როდესაც მომხმარებლები ღილაკ Donate Now ("შევწირო ახლა") დააჭერენ, ისინი შესაწირის ოდენობის, ბანკის ბარათის მონაცემების ან გადახდის სხვა მეთოდის არჩევას შეძლებენ.

გარდა ამისა, ისინი ამ ღილაკით საქველმოქმედო ორგანიზაციის ჩანაწერს მეგობრებს გაუზიარებენ. 

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს