ბარაკ ობამას ოჯახის წევრები მის ყურებზე ხუმრობენ

ბარაკ ობამას ოჯახის წევრები მის ყურებზე ხუმრობენ

ბარაკ ობამამ და მისმა მეუღლე მიშელმა ოჯახური ცხოვრების შესახებ ჟურნალ People-თან ინტერვიუში ისაუბრეს.

"ჩემს გვერდით სამი არაჩვეულებრივი, ძლიერი ქალია. როცა ისინი ერთად იკრიბებიან, ხუმრობენ ჩემს ყურებზე, მაღალ ხმაზე ან ჩაცმის სტილზე",- აღიარა აშშ-ის პრეზიდენტმა  ბარაკ ობამამ.

შვილებზე - 12 წლის საშასა და 15 წლის მალიაზე საუბრისას ობამამ გაიხსენა, რომ შვილებმა მას Instagram -ის და Vine-ის მოხმარება არ ასწავლეს. როგორც ბევრ  მოზარდს, გოგოებსაც რცხვენიათ თავისი მშობლების. მიშელ ობამამ განმარტა: "მალიას უნდა წვეოდნენ მეგობრები, ამიტომ დადგა საკითხი - წარუდგენდა თუ არა ის საერთოდ თავის მეგობრებს მამამისს, რადგან ის ზოგჯერ ზედმეტად ოფიციალური ხდება და იწყებს კითხვების დასმას სკოლასა და ჰობიზე. მალიამ არ იცოდა, გადაიტანდენ თუ არა ამას მისი მეგობრები", - თქვა მიშელ ობამამ და მეუღლესკენ მიტრიალებულმა დასძინა -  "მაგრამ მალიამ თქვა, რომ შენ კარგი იყავი". რაზეც ბარაკ ობამამ მიუგო: "მე მართლაც კარგად ვიქცეოდი. არ შემირცხვენია ის".

ასევე დაგაინტერესებთ:

ბიჭუნა, რომელიც ობამებს ფოტოს გადაღებისას ეჭყანებოდა

ობამასა და კემერონის "სელფშუტი" მანდელას პანაშვიდზე ინტერნეტსენსაცია გახდა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა